საჩხერის "ჩიხურა" "ზიმბრუსთან" სათამაშოდ მოლდოვაში 19-კაციანი გუნდით გაემგზავრა

AutoSharing Option
დღეს, 29 ივნისს, დილით საჩხერის "ჩიხურა" ჩარტერული რეისით მოლდოვაში გაემგზავრა. 30 ივნისს, კიშინიოვში, სოსო ფრუიძის გაწვრთნილები ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ადგილობრივ "ზიმბრუს" შეხვდებიან.

ფრუიძემ მოლდოვაში 19-კაციანი შემადგენლობა იახლა.

მეკარეები: დინო ჰამზიჩი, კოკა სეფიაშვილი, ნიკა ქავთარაძე;
მცველები: გიორგი რეხვიაშვილი, შოთა კაშია, თორნიკე გრიგალაშვილი, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე, გიორგი განუგრავა;
ნახევარმცველები: ბესიკ დეკანოიძე, ირაკლი ლექვთაძე, საბა ლობჟანიძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი კორიფაძე, მიხეილ სარდალიშვილი;
თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ივანიშვილი, გიორგი გაბედავა, თორნიკე მუმლაძე.

დღესვე, კიშინიოვში, 19 საათზე "ჩიხურას" წინასამატჩო ვარჯიშია დაგეგმილი.
"ზიმბრუ"-"ჩიხურას" მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 5 ივლისს, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ჩიხურას, გამარჯვებულები დაბრუნდით
Eric cantona
10:26 29-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული