დინამო (თბ)-მაქაბი(ჰ) 2:0 - პირველი გამარჯვება ავსტრიულ შეკრებაზე [VIDEO]

AutoSharing Option
29 ივნისს ავსტრიულ შეკრებაზე თბილისის "დინამომ" მესამე ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად, მეტოქე ებრაული ჰაიფას "მაქაბი" იყო.

საქართველოს ჩემპიონმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. გოლები გიორგი ქვილითაიამ და ოთარ კიტეიშვილმა გაიტანეს
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ მანამდე "დინამომ" ავსტრიაში ფრედ 1:1 ითამაშა პოლონურ "ლეგიასთან" და 0:3 წააგო ბულგარულ "ლუდოგორეცთან".

იურაი იარაბეკის გუნდი 1-ელ ივლისს ავსტრულ "ლასკს" შეხვდება, 4-ში კი კიევის "დინამოსთან" ისპარინგებს.

ამხანაგური მატჩი
დინამო-მაქაბი 2:0
დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი (ჭელიძე 60), რენე, თევზაძე (ალვარო 64), პარუნაშვილი (ცინცაძე 68), ველევი, ჯიღაური (შპიჩიჩი 46), კურიე
(ვოლკოვი 77), კიტეიშვილი (მიქელთაძე 77), ქვილითაია (გელაშვილი 68)
მაქაბი: ლევიტა, მენახემი, ვალიენტე, ჰაბში, ლავი, ობრანიაკი, მუგრაბი, რიანი, ვერმუტი, რუკავიცია, აბუ აბაიდი.
მკითხველის კომენტარები / 20 /
არაუშავდა ბურთს კარგად ვფლობდით და უპირატესობაც შევინარჩუნეტ
fc samgurali
22:33 29-06-2016
0
მომეწონა, კარგად ითამაშეს; ფაქტიურად არაფერი დაუთმეს, განსაკუთრებით მომეწონა ორთაბრძოლებში გაბედულად შესვლა, სწრაფი გადასვლა მეტოქის ნახევარზე და სწორი "პრესინგი". რაც შეეხება "ქართულ დაავადებას", საგოლე მომენტების შექმნას და მის გამოყენებას,.... აქ დიდი პრობლემაა, ძალიან ვიჭედებით. ამაზე საკმაო სამუშაოა გასაწევი.
levani kaxeti
22:34 29-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული