აზერბაიჯანულმა "გაბალამ" საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "სამტრედია" გაანადგურა

AutoSharing Option
დღეს, 30 ივნისს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა "სამტრედიამ" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად "გაბალასთან" გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

ბაქოში, "ბაქსელ არენაზე" მასპინძლებმა ანგარიში მე-16 წუთზე, ვოისლავ სტანკოვიჩის გოლით გახსნეს, აქედან სამ წუთში კი ომარ მიგინეიშვილის კარში უკვე სერგეი ზენევმა გაიტანა. 30-ე წუთზე "გაბალას" ანგარიშში სამბურთიანი უპირატესობა ლიბერიელმა ლეგიონერმა თეო უიკსმა მოუპოვა.

შესვენების შემდეგ "სამტრედიას" იმედი ლაშა შერგელაშვილმა ჩაუსახა, რომელმაც 59-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა, მაგრამ... ამის შემდეგ გია ცეცაძეს გუნდს რისხვად ზემოთ ნახსენები თეო უიკსი მოევლინა, რომელმაც 69-ე
და 72-ე წუთებზე დაცვაში დაშვებული შეცდომები არ გვაპატია, ჰეთ-თრიქი შეასრულა და პრაქტიკულად, გაუნაღდა თავის გუნდს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი.

ყოველ შემთხვევაში, "სამტრედია" "გაბალასთან" საპასუხო შეხვედრას ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 7 ივლისს ჩაატარებს. 

"სამტრედიამ" შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მანჯგალაძე (71, ცნობილაძე), რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე (59, მარკოზაშვილი), ჯიქია (46, გამყრელიძე), შერგელაშვილი, მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "გაბალამ" შარშან თბილისის "დინამო" ჩამოაშორა ევროთასებს...

 

 

მკითხველის კომენტარები / 44 /
კუთხურების ჩაწოდება არ სცოდნიათ.....
vaxvax
01 ივლისი 2016 10:58
0
43 წლის კაცი ვარ და ცრემლები მოამადგა თამაში რომ იწყებოდა ვისაც ახსოვს ბათუმში ვარდართან თამაში მაგის მერე სამტრედიას ფეხბურთი არ ღირსებია მადლობა ბიჭებს ბატონ კარლოს რაც შეეხება ეს მეორე ტარიელ ჩაჩუაა ვისაც ახსოვს კარლო ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა თავიისი ჯიბის ფულით წაუყვანივართ საბალეშიკოდ ამის არ დანახვა დიდი ცოდვაა ხალხნო
samtredieli gulSematkivari
01 ივლისი 2016 10:36
0
43 წლის კაცი ვარ და ცრემლები მოამადგა თამაში რომ იწყებოდა ვისაც ახსოვს ბათუმში ვარდართან თამაში მაგის მერე სამტრედიას ფეხბურთი არ ღირსებია მადლობა ბიჭებს ბატონ კარლოს რაც შეეხება ეს მეორე ტარიელ ჩაჩუაა ვისაც ახსოვს კარლო ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა თავიისი ჯიბის ფულით წაუყვანივართ საბალეშიკოდ ამის არ დანახვა დიდი ცოდვაა ხალხნო
samtredieli gulSematkivari
01 ივლისი 2016 10:28
0
მადლობა კალას ბატონ კარლოს ცეცაძეს სამტრედიაში ფეხბურთის გაღვიძებისთვის ყველა ფეხბურთის სამტრედიელი გულშემატკივარი ამ აზრზეა ჩვენთან ფეხბურთი 20 წელია მკვდარი იყო ცხონებული ტარიელ ჩაჩუას შემდეგ
erekle
01 ივლისი 2016 10:21
0
ყველა სამტრედიელი ვალდებული ზესტაში ჩავიდეთ და დავანახოთ რა გვერდით დგომა შეგვიძლია
xalxs
01 ივლისი 2016 10:14
0
რო ვაკვირდები სამტრედიაზე ყველაზე დიდი წნეხი იყო ბოლო ორი კვირაა კომენტარებში თითქმის მოგებას თხოვდნენ ეს ახალგაზრდებიც ცდილობდნენ ვერავინ იტყვის რომ რამე დააკლეს
toma
01 ივლისი 2016 10:10
0
ინფრასტრუქტურა დინამოს როაქ გაბალას არც დაესიზმრება მაგრამ რა შედეგიც აქ ევროტურნირებზე კარგად ჩანს აქ მთავარია რა სურს მეპატრონეს და რისი ფინანსური რესურსის თავი აქ როგორი მენეჯმენტი ყავს დაასე შემდეგ ვინ უშლის ფიფიას დახარჯოს 10 მილიონი და ათამაშოს 9 ლეგიონერი როგორც ამას გაბალა აკეთებს არც არავინ.
qutaiseli
01 ივლისი 2016 10:06
0
რა ანგარიშით წააგებდა არ აქვს მნიშვნელობა დღეს გაბალა ძლიერია ორი თავით კაია რომ დაცვაში არ ჩაკეტა ბიჭები ცდილობდნენ აყოლას რაც გამოვიდა ის გამოვიდა
dola
01 ივლისი 2016 10:06
0
ყველაზე დიდი "სოფლური" კომენტარი შენ გაქ დადებული და რაგიხარია საერთოდ ვერ ვხვდები?
mandela-s
01 ივლისი 2016 10:04
0
სირბილის სწავლას ინფრასტრუქტურა არ სჭირდება. ფიზიკურად ძალიან ჩამოვრჩებოდით მოწინააღმდეგეს.
სირბილის სწავლების ცენტრი
01 ივლისი 2016 10:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული