დღეს, 30 ივნისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "დილამ" სომხურ "შირაქს" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.
შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი გორელთა ფორვარდ
ირაკლი მოდებაძის (36-ე წუთი) ანგარიშზეა, საგოლე გადაცემა კი
გრიგოლ დოლიძემ შეასრულა.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 7 ივლისს, სომხეთის ქალაქ გიუმრიში გაიმართება.