გია ცეცაძე: გვაქვს თუ არა შანსი? შანსი ყოველთვის არსებობს!

AutoSharing Option
"სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ბაქოში "გაბალასთან" სტუმრად წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

30 ივნისს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის I მატჩი აზერბაიჯანულ გუნდთან ანგარიშით 1:5 დათმო.

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

"რატომ ვერ ვაჩვენეთ ჩვენი ფეხბურთი? ამაში ხელი "გაბალამ" შეგვიშალა, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა. ისღა დამრჩენია, მივულოცო მეტოქეს.

თუმცა აღვნიშნავ, რომ დღევანდელ შეხვედრაში თავადაც უამრავი შეცდომა დავუშვით. მიუხედავად ამისა, ასეთი ანგარიშით წაგებას არ ველოდი.

მარცხს გაანალიზება სჭირდება. მოვემზადებით და შევეცდებით, საქართველოში გასამართ საპასუხო შეხვედრაში უკეთესად ვითამაშოთ.

გვაქვს
თუ არა შანსი? შანსი ყოველთვის არსებობს!", - აქვეყნებს ცეცაძის ნათქვამს აზერბაიჯანული მედია.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ცეცადზე მარტლა მაგარი მცვრტნელი გონიატ კაი რა
goga
14:09 01-07-2016
0
რა შანსზე ლაპარაკობს. ან თქვენ რა ბიუჯეტზე და ფეხბურთელების დონეზე კამათობთ. ტიპებმა სულელურად ითამაშეს. ს-უ-ლ-ე-ლ-უ-რ-ა-დ. თორე ვის არ წაუგია. რო იცი რომ გჯობია უნდა ითამაშო ისე როგორც ისლანდიელები თამაშობენ და არ უნდა იბლატავო თამაშამდე. თამაშამდე ტრაბახი გღუპავთ.
ეხლაც, ვიცით რომ ვერ გახვალთ. ისე მაინც ითამაშე რომ 1:0 მოიგო. ცოტას ჩვენ დავმშვიდდებით და ქვეყანასაც რაღაც მინიმალური ქულები შეემატება.
haha
14:14 01-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული