სოსო ფრუიძე: შეტევაში უფრო სწრაფები ვიყავით, ვიდრე მეტოქის მცველები

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ მოლდოვის "ზიმბრუსთან" (1:0) ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ზიმბრუ-ჩიხურა 0:1 - ყოჩაღ, "ჩიხურა"! ყოჩაღ, ფრუიძე! [VIDEO+PHOTO]

"როგორც გუშინ ვთქვი, მატჩი დამოკიდებული იქნებოდა, როგორ შეთამაშდებოდნენ ახალი ფეხბურთელები. ჩვენც და "ზიმბრუსაც" ახალი ფეხბურთელები გვყავს. ამიტომ მგონია, მეტოქე დროთა განმავლობაში მოუმატებს.

რაც შეეხება მატჩს, გადამწყვეტი იყო, რომ კარგ დროს გავიტანეთ გოლი და მომენტებიც გვქონდა. შეტევაში უფრო სწრაფები ვიყავით, ვიდრე მეტოქის მცველები. გოლის გატანის რამდენიმე მომენტი გვქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ გავიტანეთ. რას იზამ,
ეს ფეხბურთია.

საპასუხო შეხვედრაში ბევრად რთულ თამაშს ველოდები. აღნიშნული დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება, ამიტომ მგონია, რომ მეორე მატჩში მეტოქე მოუმატებს. ამ ეტაპზე ჩვენთვის ხარისხი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც შედეგი. ამიტომ შევეცდებით, აქცენტი შედეგზე გავაკეთოთ", - თქვა ფრუიძემ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული