20:55 01-07-2016
დინამო (თბ) - ლასკი 0:2 - მეორე წაგება ავსტრიულ შეკრებაზე [VIDEO]
AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ძირითად შემადგენლობაში ის ფეხბურთელები დააყენა, რომელთაც შეკრებაზე ნაკლები დრო ჰქონდათ თავის გამოსაჩენად. აღსანიშნავია, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოირგო "დინამოს" ფორმა გიორგი პაპუნაშვილმა.
ეს "დინამოს" მეორე მარცხია ავსტრიულ შეკრებაზე. მანამდე საქართველოს ჩემპიონმა ავსტრიულ შეკრებაზე პოლონურ "ლეგიასთან" ფრედ 1:1 ითამაშა, 0:3 დათმო ბულგარულ "ლუდოგორეცთან" და 2:0 მოუგო ჰაიფას "მაკაბის".
იარაბეკის გუნდი ავსტრიულ შეკრებას კიევის "დინამოსთან" ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს, რომელიც 4 ივლისს ჩატარდება.
ამხანაგური მატჩი
დინამო-ლასკი 0:2
დინამო: ლომაია, შპიჩიჩი (თევზაძე 46), რენე (ამისულაშვილი 62), ჭელიძე, კირკიტაძე (კურიე 62), ცინცაძე (c), ალვარო, ვოლკოვი (კიტეიშვილი 62), პაპუნაშვილი (ლობჟანიძე 46), მიქელთაძე (ველევი 62), გელაშვილი (ქვილითაია 62)
ლასკი: პერვანი (c), კერხე, მიხორლი, ვაიზინგერი, გარტლერი, დე ლიმა, რეპი, რამზებნერი, ლუკენედერი, ერდოღანი, როზა სილვა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დინამოს ჭირდება სწორი სელექცია.რასაც უყურე ლეგიონერებიდან ველევი ნორმალური ფეხბურთელია, კურიე კი არვიცი ახლა ვერ ავლენს თუ რა არის საკმაოდ სუსტად თამაშობს.შეიძლება ნორმალური ფეხბურთელების მოყვანა სამხრეთ ამერიკიდან ან პორტუგალიის საშუალო გუნდებიდან,ქართველ ლეგიონერებზეც, ყველა ალბათ ვერ ჩამოვა მაგრამ ზოგიერთი მათგანი ალბათ წამოვა დინამოში სათამაშოდ,მაგალითად არაბიძე.
0
0
ესპანეთან მოგება ეგ არ ნიშნავს იმას რომ გვეშველა ეგ გამართლებაა ასე ყველს უმარტლებს საკვალიპიკაციო ეტაპებს სამარცხვინო ადილებს იკავებენ ერტხელაც ვერ გავიდენ ჯგუფში ვერსად რა არის სალაპარაკო აქ )))
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული