დინამო (თბ) - ლასკი 0:2 - მეორე წაგება ავსტრიულ შეკრებაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1-ელ ივლისს, ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" მეოთხე სპარინგ-მატჩი ავსტრიის მეორე ლიგის გუნდთან ლასკ-თან გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ძირითად შემადგენლობაში ის ფეხბურთელები დააყენა, რომელთაც შეკრებაზე ნაკლები დრო ჰქონდათ თავის გამოსაჩენად. აღსანიშნავია, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოირგო "დინამოს" ფორმა გიორგი პაპუნაშვილმა.

ეს "დინამოს" მეორე მარცხია ავსტრიულ შეკრებაზე. მანამდე საქართველოს ჩემპიონმა ავსტრიულ შეკრებაზე პოლონურ "ლეგიასთან" ფრედ 1:1 ითამაშა, 0:3 დათმო ბულგარულ "ლუდოგორეცთან" და 2:0 მოუგო ჰაიფას "მაკაბის".

იარაბეკის გუნდი ავსტრიულ შეკრებას კიევის "დინამოსთან" ამხანაგური
შეხვედრით დაასრულებს, რომელიც 4 ივლისს ჩატარდება.

ამხანაგური მატჩი
დინამო-ლასკი 0:2
დინამო: ლომაია, შპიჩიჩი (თევზაძე 46), რენე (ამისულაშვილი 62), ჭელიძე, კირკიტაძე (კურიე 62), ცინცაძე (c), ალვარო, ვოლკოვი (კიტეიშვილი 62), პაპუნაშვილი (ლობჟანიძე 46), მიქელთაძე (ველევი 62), გელაშვილი (ქვილითაია 62)
ლასკი: პერვანი (c), კერხე, მიხორლი, ვაიზინგერი, გარტლერი, დე ლიმა, რეპი, რამზებნერი, ლუკენედერი, ერდოღანი, როზა სილვა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ბიჭო ჯერ ვინებს ყიდულობენ, საიდან პოულობენ ამ ჭ კლასის ლეგიონერებს.ისე კარგი იქნება ასეთი დიდი ქართული კლუბი მხოლოდ ქართველი ფეხბურთელებით თუ მიაღწევს წარმატებას.მაგრამ თუ მაინც ლეგიონერები უნდათ სამხრეთ ამერიკული ქვეყნებიდან იყიდიან ძალიან იაფად მაგარ ფეხბურთელებს და კიდევ დინამოს ჭირდება კარგი იტალიელი მწვრთნელი.მაგალთად ძალიან მოუხდებოდა რანიერი
DDDD
02 ივლისი 2016 20:42
0
ზუსტად ვიცი რომ ტაქტიკური წაგება იყო ევროთასისთვის
ucnobi
02 ივლისი 2016 19:37
0
zaza-ას,რის იმედი გაქვს მეგობარო?(თუმცა კაია იმედი მაგრამ...)ავსტრიის მეორე ლიგელტან რომ აგებ უშანსოდ...სირცხვილია.
vai tqvens patrons
02 ივლისი 2016 18:10
0
ამ დინამოს შესაძლებლობები ჩემი აზრით დაახლოებით სომხეთის ჩემპიონისა და ალბანეთის შუაში გადის. ანუ სომხური გუნდის გაგდება იქნბა პროგრამა მინიმუმი და თუ ალბანეთისას შევხვდით და გავაგდეთ - მაქსიმუმი
nodari
02 ივლისი 2016 18:05
0
პირველი ტაიმი კარგი იყო მეორე ტაიმში მწვრთნელის ფაქტორი უფრო არის აშკარად გვაჯობა ლასკამ. მაგარი სირცხვილია ავსტრიის მეორე ლიგის გუნდთან რომ აგებ
ბაჩო
02 ივლისი 2016 17:18
0
ესპანეთან მოგება ეგ არ ნიშნავს იმას რომ გვეშველა ეგ გამართლებაა ასე ყველს უმარტლებს საკვალიპიკაციო ეტაპებს სამარცხვინო ადილებს იკავებენ ერტხელაც ვერ გავიდენ ჯგუფში ვერსად რა არის სალაპარაკო აქ )))
xxx
02 ივლისი 2016 16:40
0
დინამოს ჭირდება სწორი სელექცია.რასაც უყურე ლეგიონერებიდან ველევი ნორმალური ფეხბურთელია, კურიე კი არვიცი ახლა ვერ ავლენს თუ რა არის საკმაოდ სუსტად თამაშობს.შეიძლება ნორმალური ფეხბურთელების მოყვანა სამხრეთ ამერიკიდან ან პორტუგალიის საშუალო გუნდებიდან,ქართველ ლეგიონერებზეც, ყველა ალბათ ვერ ჩამოვა მაგრამ ზოგიერთი მათგანი ალბათ წამოვა დინამოში სათამაშოდ,მაგალითად არაბიძე.
bebeto
02 ივლისი 2016 15:42
0
პრობლემა მხოლოდ იმაში არაა, უარესი პრობლემაა როდის მოყავთ. ჩემპიონატი იაშვილის ხარჯზე მოიგეს, დღეს ის გუნდში აღარაა და ახალი ფეხბურთელებით რაღაც ილუზიები უნდა შეიქმნან. მესმის, რომ რონალდო და მესი აქ არ ჩამოვლენ, მაგრამ შე დალოცვილო, ეს ამდენი ახალი ფეხბურთელი მეორე წრის წინ მაინც მოიყვანე, გუნდმა რაღაც დონეზე შეთამაშება რომ შეძლოს. აბა გაისად ამათი 60-70% ისევ არ იქნება გუნდში და მუდამ ერთ წრეზე იტრიალებენ.
Kote
02 ივლისი 2016 13:24
0
akaki-s მგონი ამას ეწერა ის კომენტარი როცა დინამომ 2:0 მოუგო მაკაბის, ციტირება - "ეხლა სადახართ დინამოს კრიტიკოსებო, გადაგესხათ ცივი წყალი"(არაადეკვატური კომენტარი)))) ეხლა რაუნდა თქვას არ ვიცი :D კომენტარიც არ დაუწერია.... აქ დინამოზე კი არავინ არის ჩასაფრებული თამაშების წაგებაზე, მეც და ძირითადად ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი დინამოს მენეჯმენტს აკრიტიკებდა, თუ ვინები მოიყვანეს გუნდში ასეთი დაბალი "ჭ" კლასის ლეგიონერებით ჯგუფურამდე კიარა მესამე საკვალიფიკაციომდე მივლენ და მორჩა, შემდეგ დაბრუნდებიან და საქართველოს ჩემპიონატს კიდევ მოიგებენ))) ნუ არვიცი რა ვთქვა.... ამდენი ლეგიონერის მოყვანას ერთი ან ორი მოგეყვანათ და გამოცდილი(არა გადაბერებული), პერსპექტიული. თავიდან ეს მწვრთნელი რომ დაინიშნა მაშინაც არ მომწონდა და არც მაშინ მომეწონება გინდ ჯგუფურზე რომ, გაიყვანოს თუ დააკვირდებით ერთადერთი რასაც აკეთებენ საჯარიმოში ბურთის ჩაგდებაა საჯარიმომდე პასებით არ შეუძლიათ ასვლა ნორმალურად, გეგუჩაძის დროს კი სხვანაირად იყო)) ეხლა გეგუჩაძის დაბრუნება კი არ არის გამოსავალი, არამედ სხვა ქართველი მწვრთნელის მოყვანა რომელიც თითო ოროლა მაინც არის დარჩენილი ნორმალური.
P.s. (ესენი მაღალი დონის უცხოელ მწვრთნელს ვერ მოიყვანენ)

ადმინ გთხოვ გამომიქვეყნე
svani
02 ივლისი 2016 12:19
0
roma-s

პატივს ვცემ შენს მოსაზრებას, მაგრამ ჩემი აზრით არც კიევთან განადგურდებიან თუ ძირითადით ითამაშეს და არც ევროთასებზე შერცხვებიან!

მეტიც, სავარაუდოდ ეს ყველაზე ძლიერი ქართული კლუბია ბოლო 10-15 წლის განმავლობაში და შესაბამისად ყველაზე დიდი შანსი "გასაძვრენად" სწორედ ახლაა.

მე არ ვამბობ რომ კიევის დინამოზე ძლიერი გუნდია მაგრამ ვფიქრობ რომ ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია და ერთ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

სხვათაშორის, მეორე შემადგენლობაც საკმაოდ სოლიდურია...

zaza
02 ივლისი 2016 11:43
0

სიახლეები პოპულარული