- ზიმბრუ-ჩიხურა 0:1 - ყოჩაღ, "ჩიხურა"! ყოჩაღ, ფრუიძე! [VIDEO+PHOTO]
- კურიოზი სოსო ფრუიძის პრესკონფერენციაზე მოლდოვაში [VIDEO]
"ჩიხურას" მეკარე დინო ჰამზიჩი "ზიმბრუსთან" მოგებამ გაახარა. ამის მიუხედავად, ბოსნიელი ლეგიონერი მართალია, როცა ამბობს, რომ საჩხერელებმა საშინაო შეხვედრაში კონცენტრაცია არ უნდა დაკარგონ.
"კიშინიოვში რთული მატჩი გვქონდა. პირველ ნახევარში ჩვენ რიცხობრივი უპირატესობით ვისარგებლეთ - რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით და ერთი გამოვიყენეთ.
ვიცოდით,
ვულოცავ "ჩიხურას" გულშემატკივარს გამარჯვებას და მჯერა, ზესტაფონშიც დამაჯერებლად ვითამაშებთ", - ამბობს ჰამზიჩი.
საერთოდ, ევროპალიგაზე "ჩიხურას" ძალიან საინტერესო სტატისტიკა აქვს. 2013 წლიდან მოყოლებული, სოსო ფრუიძის შეგირდებმა 11 მატჩი ჩაატარეს, აქედან 6 - გასვლაზე: 2 მოიგეს - ერთნაირი ანგარიშით, 1:0 სძლიეს მაკედონიურ "ტურნოვოს" (2014 წელს), ახლა კი - "ზიმბრუს". ფრედ დაასრულეს 3 დაპირისპირება - 2013 წელს ლიხტენშტაინის "ვადუცთან" 1:1, 2014 წელს კი თურქეთში "ბურსასთან" და ბაქოში "ნეფთჩისთან" 0:0. ამ 6 საგარეო შეხვედრაში საჩხერელებმა მხოლოდ 1 წააგეს - 2013 წელს შვეიცარიულ "თუნთან" (0:2).
გამოდის, რომ "ჩიხურას" საგარეო მატჩების დაახლოებით 17 პროცენტი აქვს წაგებული. ასეთი სტატისტიკით სხვა ქართული გუნდი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.
ფრუიძე ეიფორიაში არ ჩავარდნილა და დარწმუნებულია, რომ ყველაფერი სამშაბათს, 5 ივლისს, ზესტაფონში გასამართ საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება:
"ჩვენც და "ზიმბრუსაც" ბევრი ახალწვეული გვყავს. ამიტომ მატჩამდე ვამბობდი, რომ შედეგზე გავლენას აუცილებლად მოახდენდა ის ფაქტი, თუ როგორ მოვახერხებდით ახალი ფეხბურთელების შეთამაშებას.
"ზიმბრუს" აქვს პოტენციალი და ეს გუნდი დროთა განმავლობაში უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს.
ჩვენ დაცვაში მეტოქეზე კარგად ვითამაშეთ, შეტევაში კი უფრო სწრაფები ვიყავით და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. რამდენიმე მომენტი გვქონდა და ერთი შანსი გამოვიყენეთ. თუმცა მეტის გატანაც შეგვეძლო და ეს რომ მომხდარიყო, ყველაფერს წერტილი კიშინიოვში დაესმებოდა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ".
ფრუიძის თქმით, ახლა მოდუნება დიდი შეცდომა იქნება:
"როცა გიორგი განუგრავა გაგვიგდეს და რიცხობრივი უპირატესობა აღარ გვქონდა, "ზიმბრუ" უფრო აქტიურად გვიტევდა, რადგან გუნდს, როგორც ვთქვი, პოტენციალი აქვს და ამიტომ საქართველოში უფრო რთულ თამაშს ველით.
კარგია, რომ კიშინიოვში მოვიგეთ, მაგრამ მომდევნო რაუნდში ორი მატჩის ჯამით გადიან და ჩვენი ამოცანაა, ზესტაფონში ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"