ფოთის ''კოლხეთი 1913''-ის ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

AutoSharing Option
სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

"უდიდესი გულისტკივილით, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დღეს ფოთში დატრიალებული ტრაგედიის გამო.

ფოთის ''კოლხეთი 1913''-ის 2002 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდის წევრი, 14 წლის გიორგი გოგია ტრაგიკულად დაიღუპა.

მინდა, გულწრფელი სამძიმარი ვუთხრა გიორგის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და ახლობლებს", - წერია ლევან კობიაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

14 წლის მოზარდი ფოთში, ზღვაში დაიხრჩო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყებოდა, გარდაცვლილი ზღვაზე საბანაოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

თვითმხილველების განცხადებით, ბანაობის დროს ორივე მათგანი
ტალღამ გაიტაცა, თუმცა ნაპირზე გამოსვლა მხოლოდ ერთ-ერთმა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან სამწუხარო ამბავია! ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას!
Gocha Juve
11:54 07-07-2016
0
უფალმა აცხონოს გიორგის სული, ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას!
gizog
12:18 07-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული