გორის "დილამ" გიუმრის "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 ივლისს სომხეთში ქალაქ გიუმრიში გორის "დილასა" და "შირაქს" შორის ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასხუო მატჩი გაიმართა.

მატჩი პენალტების სერიაში მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.

პირველი ტაიმი სომხების უპირატესობით წარიმართა, გორელები კი ძირითადად კონტრეშეტევებზე გადადიოდნენ, თუმცა თამაშის პირველი ნახევარი უგოლო ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა და მასპინძლები ისევ უტევდნენ, ხოლო "დილა" ძირითადად კარს იცავდა და კონტრშეტევებზე გადადიოდა.

მატჩის 83-ე წუთზე კი სომხებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს. გატანილი გოლის ავტორი ვახან ბიჩახჩანი გახდა. საბოლოოდ მატჩის ძირითადი დრო "შირაქის" გამარჯვებით ანგარიშით 1:0
დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა.

დამატებული ტაიმები გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში "შირაქმა" ანგარიშით 4:1 იმარჯვა და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ხალხსაც გვითხარით ხოლმე რო ჩვენც მოვიგოთ ერთი ორი კაპიკი ტოტალიზატორში ქართული ფეხბურთის შეურაწყოფით მარტო თქვენ რო ისქელებთ ჯიბეებს
Lova
07 ივლისი 2016 20:10
0
სამარცხვინო თამაში,სამარცხვინო ფეხბურთელები,ერთი ორის გამოკლებით,მწვრთნელი სასწაული:)
ნეტა თამაში არ მენახა,90 წუთის განმავლობაში მომენტს რომ ვერ შექმნი,რაღა უნდა თქვა,მკვდრები
გიორგი
07 ივლისი 2016 20:01
0
აუ ამათმა, ტაქტიკაში დამარცხდნენ, (ხარისხზე საერთოდ არ ვლაპარაკობ) იდიოტურად დათმეს,იმის მაგივრად რომ თავდასხმით დაეწყოთ, მთელი 84 წუთი დროს კლავდნენ და ბურთის არგაშვებას ცდილობდნენ. ეეჰჰჰ...
ახლა საქმე ისაა რომ დილა დაიშლება საერთოდ, ვინც ევროპალიგის გამო დარჩა დროებით, ისინი წავლენ...და რა იქნება ეს კლუბი ჩემპიონატზე?...არაფერი???თფუიი...
Guadua
07 ივლისი 2016 19:59
0
გასამდა გასამდა ფედერაცია, არაფერი არ შეცვალოთ, დახურეთ ეს დამპალი კანტორა,
mdaaa...
07 ივლისი 2016 19:53
0
სანამ ფული არ ჩაიდება არაფერი არაა საშველი!
ika
07 ივლისი 2016 19:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული