უჩა სოსიაშვილი: ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გიუმრის "შირაქთან" დღეს განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, "დილა" "შირაქთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

- გორის "დილამ" გიუმრის "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა"

"პირველ რიგში, გამარჯვებულს ვულოცავ. შემდეგ უკვე მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომ 120 წუთის მანძილზე მაქსიმუმი გაიღეს, პენალტები კი საფეხბურთო ლატარეაა და, სამწუხაროდ, დღეს მათ არ გაუმართლა.

თამაში დაძაბული იყო, აქცენტი კონტრშეტევაზე გავაკეთე და პირველი ტიამის განმავლობაში ეს კარგად გამოვიდა. გვქონდა მომენტები,
რომლის რეალიზება ვერ მოვახერხეთ. კარგი იყო მეორე ტაიმიც, უბრალოდ გაგვეპარა ერთი შეცდომა, რის გამოც დავისაჯეთ.

დამატებით დროში მეორე ნომრად აღარავინ ითამაშა. 100%-იანი მომენტები გვქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია - დღეს დავმარცხდით, მაგრამ იმედი გვაქვს, მომავალში უკეთესად ვიასპარეზებთ.

სიტუაციიდან გამომდინარე, არაა ცნობილი რა იქნება ხვალ. ფეხბურთელებს 3-4-დღიან დასვენებას მივცემთ, შემდეგ კი გაირკვევა ვინ წავა და ვინ - დარჩება. დიდი იმედი მაქვს, გუნდი ყველა ფეხბურთელის შენარჩუნებას შეძლებს.

მსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც დღეს აქ იყო და ვინც სამშობლოდან გვგულშემატკივრობდა. დიდ ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული. გპირდებით, გავაგრძელებთ განვითარების გზას!", - განაცხადა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 33 /
ხალხო სწორად აზროვნება ისწავლეთ,რეალურ მიზეზებზე ილაპარაკეთ,რა შუაშია აქ 16 გუნდიანი ჩემპიონატი,12-10 გუნდიანი,რომ გვქონდა ხო ვხევდით ყველაფერს,ანდა სოსიაშვილის სიტყვებს ჩაუფიქრდით:"ეს ფეხბურთია,ამჟამად არ გაგვიმართლა" თითქოს სხვა დროს ხან ჩემპიონთა და ხან ევროპა ლიგის ჯგუფებში თამაშობდნენ,საოცარია პირდაპირ,სულ მარცხდებიან,შემადგენლობებიც ყოლიათ და ძალიან ძლიერიც,მაგრამ ყოველთვის რაღაც აკლდებოდათ,ხოლო ყველაფრის ამის რეალური მიზეზი ის არის,რომ უკვე 25 წელია არა მარტო ფეხბურთი,მთელი ქვეყანაა ჭაობში,გაიგეთ ქვეყანა ვერ ვითარდება,რაღაც დროს ქვეყანა პატარა წარმატებას აღწევს და უცებ ხალხი ირჩევს არაკომპენტენტურ მთავრობას და ყველაფერი იშლება,ქვეყანა უკან ბრუნდება,ისე როგორც მოხდა ამ 4-ი წლის განმავლობაში,ის პატარა წინსვლა ჩაიყარა წყალში და ყველაფერი თავიდანაა დასაწყები,ასევე სხვა პრობლემაა საქართველოში მწვრთნელთა საკითხი,ის მწვრთნელები,რომლებიც დღეს საქართველოში მოღვაწეობენ,არიან დაბალი დონის,ესნი არიან:გეგუჩაძე,დევდარიანი,მაისურაძე,ცეცაძე,სოსიაშვილი,ფრუიძე და სხვა,ზოგ-ზოგები მათ აქებენ და ადიდებენ,ეს არის შეცდომა და დიდი პრობლემა,ერთ რამეს გეტყვით მათ ვინც ამ ხალხს აქებთ,თუ ესენი რამის მაქნისები არიან საზღვარგარეთ მიიწვია რომელიმე ვინმემ?არა ხომ ე.ი.ესენი არაფლის მაქნისები არიან და რატომ აქებთ მათ ვერ გამიგია,კარგ დროსაც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მწვრთნელების პრობლემა,გამონაკლისი მხოლოდ ახალკაცი იყო,მაშინაც ისეთი თაობა იყო ფეხბურთელების,ვინც არ უნდა ყოფილიყო მწვრთნელი შედეგი მაინც დაიდებოდა.ასე,რომ სანამ ეკონომიურად არ გძლიერდება ქვეყანა,სამწუხაროდ მუდამ ამ წუმპეში ვიქნებით.
roma
10:47 08-07-2016
0
უჩა აჯობებს ჯერ თავად ისწავლო ბევრი და გაიზარდო. ისე მართლა რაში გჭირდება ესეთი უჯიგრო ფეხბურთელები,შირაქს რომ ვერ უგებ?მიზეზად ქვეყნის ჩემპიონატი ვერ გამოდგება,სომხებს ხო დალაგებული ჩემპიონატი აქვთ რა... ხტფუუიიი....
jemali
10:49 08-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული