უჩა სოსიაშვილი: ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გიუმრის "შირაქთან" დღეს განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, "დილა" "შირაქთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

- გორის "დილამ" გიუმრის "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა"

"პირველ რიგში, გამარჯვებულს ვულოცავ. შემდეგ უკვე მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომ 120 წუთის მანძილზე მაქსიმუმი გაიღეს, პენალტები კი საფეხბურთო ლატარეაა და, სამწუხაროდ, დღეს მათ არ გაუმართლა.

თამაში დაძაბული იყო, აქცენტი კონტრშეტევაზე გავაკეთე და პირველი ტიამის განმავლობაში ეს კარგად გამოვიდა. გვქონდა მომენტები,
რომლის რეალიზება ვერ მოვახერხეთ. კარგი იყო მეორე ტაიმიც, უბრალოდ გაგვეპარა ერთი შეცდომა, რის გამოც დავისაჯეთ.

დამატებით დროში მეორე ნომრად აღარავინ ითამაშა. 100%-იანი მომენტები გვქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია - დღეს დავმარცხდით, მაგრამ იმედი გვაქვს, მომავალში უკეთესად ვიასპარეზებთ.

სიტუაციიდან გამომდინარე, არაა ცნობილი რა იქნება ხვალ. ფეხბურთელებს 3-4-დღიან დასვენებას მივცემთ, შემდეგ კი გაირკვევა ვინ წავა და ვინ - დარჩება. დიდი იმედი მაქვს, გუნდი ყველა ფეხბურთელის შენარჩუნებას შეძლებს.

მსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც დღეს აქ იყო და ვინც სამშობლოდან გვგულშემატკივრობდა. დიდ ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული. გპირდებით, გავაგრძელებთ განვითარების გზას!", - განაცხადა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 33 /
ჭკვიანობა რა შუაშია როცა უდიდეს უზუსტობას იჩენ ეს თანხა არის ხუთ წელიწადზე გათვლილი და არა1 წელზე ასე რო ყურადღებით ვწეროთ აქ ჯობია ვიდრე სენსაციების მოლოდინში ვამყოფოთ ერთმანეთი.4 წელიწადში თურმე ფეხბურთის უკანსვლა მოხდა და რაგბი რატო მიდის წინ ა.ეგ მითხრას და ახსნას ამის დამწერმა.იმიტო რო არაპროფესიონალების და შარლატანების დოღია ფეხბურთში აიღე ნიეცის პრინციპი გაყიდე გამოყიდე შეჭამე გაფლანგე და მერე სხვას დააბრალე ან საერთოდ მოტყდი ქვეყნიდან აი ეგარი ფეხბურთის ნამდვილი სახე ქვეყანაში.
qutaiseli
09:41 09-07-2016
0
ვინც ჭკვიანია იანგარიშოს და მიხვდება რატოა ასე უბედურ დგეში ქართული ფეხბურთი. უბრალოდ რომ ავიგოთ ციფრი 250 მილიონი ლარი რომელიც არის ფეხბურთის ფედერაციის წლიოური ბიუჯეტი. აქედან თითო გუნდს უნდა ხვდებოდეს მინიმუმ 10 მილონი წელიწადში. ეხლა ეტყობა რომელიმე გუნდს რომ 10 მილონიანი ბიუჯეტი აქვს? ანუ მიდის ფულის ჭამა თან საშინელ დონეზე. ეგაა და ეგ.
vato
22:01 08-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული