უჩა სოსიაშვილი: ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გიუმრის "შირაქთან" დღეს განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, "დილა" "შირაქთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

- გორის "დილამ" გიუმრის "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა"

"პირველ რიგში, გამარჯვებულს ვულოცავ. შემდეგ უკვე მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომ 120 წუთის მანძილზე მაქსიმუმი გაიღეს, პენალტები კი საფეხბურთო ლატარეაა და, სამწუხაროდ, დღეს მათ არ გაუმართლა.

თამაში დაძაბული იყო, აქცენტი კონტრშეტევაზე გავაკეთე და პირველი ტიამის განმავლობაში ეს კარგად გამოვიდა. გვქონდა მომენტები,
რომლის რეალიზება ვერ მოვახერხეთ. კარგი იყო მეორე ტაიმიც, უბრალოდ გაგვეპარა ერთი შეცდომა, რის გამოც დავისაჯეთ.

დამატებით დროში მეორე ნომრად აღარავინ ითამაშა. 100%-იანი მომენტები გვქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია - დღეს დავმარცხდით, მაგრამ იმედი გვაქვს, მომავალში უკეთესად ვიასპარეზებთ.

სიტუაციიდან გამომდინარე, არაა ცნობილი რა იქნება ხვალ. ფეხბურთელებს 3-4-დღიან დასვენებას მივცემთ, შემდეგ კი გაირკვევა ვინ წავა და ვინ - დარჩება. დიდი იმედი მაქვს, გუნდი ყველა ფეხბურთელის შენარჩუნებას შეძლებს.

მსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც დღეს აქ იყო და ვინც სამშობლოდან გვგულშემატკივრობდა. დიდ ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული. გპირდებით, გავაგრძელებთ განვითარების გზას!", - განაცხადა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 33 /
ჭკვიანობა რა შუაშია როცა უდიდეს უზუსტობას იჩენ ეს თანხა არის ხუთ წელიწადზე გათვლილი და არა1 წელზე ასე რო ყურადღებით ვწეროთ აქ ჯობია ვიდრე სენსაციების მოლოდინში ვამყოფოთ ერთმანეთი.4 წელიწადში თურმე ფეხბურთის უკანსვლა მოხდა და რაგბი რატო მიდის წინ ა.ეგ მითხრას და ახსნას ამის დამწერმა.იმიტო რო არაპროფესიონალების და შარლატანების დოღია ფეხბურთში აიღე ნიეცის პრინციპი გაყიდე გამოყიდე შეჭამე გაფლანგე და მერე სხვას დააბრალე ან საერთოდ მოტყდი ქვეყნიდან აი ეგარი ფეხბურთის ნამდვილი სახე ქვეყანაში.
qutaiseli
09 ივლისი 2016 09:41
0
ვინც ჭკვიანია იანგარიშოს და მიხვდება რატოა ასე უბედურ დგეში ქართული ფეხბურთი. უბრალოდ რომ ავიგოთ ციფრი 250 მილიონი ლარი რომელიც არის ფეხბურთის ფედერაციის წლიოური ბიუჯეტი. აქედან თითო გუნდს უნდა ხვდებოდეს მინიმუმ 10 მილონი წელიწადში. ეხლა ეტყობა რომელიმე გუნდს რომ 10 მილონიანი ბიუჯეტი აქვს? ანუ მიდის ფულის ჭამა თან საშინელ დონეზე. ეგაა და ეგ.
vato
08 ივლისი 2016 22:01
0
ბიჭებს მადლობა თავდადებისთვის რას სთხოვთ ამ ხალხს რა გინდათ ამ ბიჭებისგან ჯუღაშვილის ქუჩაზე ვიღაცის სახლში გაიარეს შეკრება თუ რაღაც მაგდაგვარი ზეიკიძის კალბასზე და ვაშლზე გადაატარეს მთელი ზბორი მართლა ვისაც მოსათხოვი აქვთ იმათ მოვთხოვოთ ერთი კაცი როარ გამოდის და არ გვეუბნებიან რა ხდება სპონსორთან დაკავშირებით განა რა რა ვერ მოილაპარაკეს ან საერთოდ თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეს ყველაფერი თვითოეული გულშემატკივრის ბრალიცაა ყველა გაჩუმებულია და ჩასაფრებული ფეხბურთლებზე ოღონდ რამე დაწერონ ამ ყველაფერს ქუთაისის ორპედოს გულშემატკივრები არასოდეს მოითმენენ და ამ პრობლემას აქამდე გადაჭრიდნენ მგონი დროა ჩვენს საყვარელ გორის დილას გვერძე დავუდგეთ ყველა
klancha10
08 ივლისი 2016 17:36
0
ადმინ ჩემს კომენტარს რატო არ დებთ უცენზურო ხო არაფერი დამიწერია თუ სიმართლის თქმაზეც ბლოკავთ კომენტარებს
klancha10
08 ივლისი 2016 17:22
0
ნუ გაგვიტრაკეთ რა საქმე, თქვენ როცა ისწავლით Pეხბურთის თამაშს მერე აკეთეთ საბოდიშო PრესკონPერენცები
sandro
08 ივლისი 2016 15:14
0
ერთი მთავარი დამავიწყდა,ხალხო,ადამიანებო შეხედეთ სოსიაშვილის ფოტოს,რა სახე აქვს,რა საბრალოა ეს კაცი,როგორი საცოდავია,ამან რა გუნდი უნდა გააკეთოს,ან ვის რა უნდა ასწავლოს,სასწაულია პირდაპირ,სატირალი,რომ არ იყოს.ვავა,საქართველო,ვავა გორელებო.
roma
08 ივლისი 2016 10:52
0
უჩა აჯობებს ჯერ თავად ისწავლო ბევრი და გაიზარდო. ისე მართლა რაში გჭირდება ესეთი უჯიგრო ფეხბურთელები,შირაქს რომ ვერ უგებ?მიზეზად ქვეყნის ჩემპიონატი ვერ გამოდგება,სომხებს ხო დალაგებული ჩემპიონატი აქვთ რა... ხტფუუიიი....
jemali
08 ივლისი 2016 10:49
0
ხალხო სწორად აზროვნება ისწავლეთ,რეალურ მიზეზებზე ილაპარაკეთ,რა შუაშია აქ 16 გუნდიანი ჩემპიონატი,12-10 გუნდიანი,რომ გვქონდა ხო ვხევდით ყველაფერს,ანდა სოსიაშვილის სიტყვებს ჩაუფიქრდით:"ეს ფეხბურთია,ამჟამად არ გაგვიმართლა" თითქოს სხვა დროს ხან ჩემპიონთა და ხან ევროპა ლიგის ჯგუფებში თამაშობდნენ,საოცარია პირდაპირ,სულ მარცხდებიან,შემადგენლობებიც ყოლიათ და ძალიან ძლიერიც,მაგრამ ყოველთვის რაღაც აკლდებოდათ,ხოლო ყველაფრის ამის რეალური მიზეზი ის არის,რომ უკვე 25 წელია არა მარტო ფეხბურთი,მთელი ქვეყანაა ჭაობში,გაიგეთ ქვეყანა ვერ ვითარდება,რაღაც დროს ქვეყანა პატარა წარმატებას აღწევს და უცებ ხალხი ირჩევს არაკომპენტენტურ მთავრობას და ყველაფერი იშლება,ქვეყანა უკან ბრუნდება,ისე როგორც მოხდა ამ 4-ი წლის განმავლობაში,ის პატარა წინსვლა ჩაიყარა წყალში და ყველაფერი თავიდანაა დასაწყები,ასევე სხვა პრობლემაა საქართველოში მწვრთნელთა საკითხი,ის მწვრთნელები,რომლებიც დღეს საქართველოში მოღვაწეობენ,არიან დაბალი დონის,ესნი არიან:გეგუჩაძე,დევდარიანი,მაისურაძე,ცეცაძე,სოსიაშვილი,ფრუიძე და სხვა,ზოგ-ზოგები მათ აქებენ და ადიდებენ,ეს არის შეცდომა და დიდი პრობლემა,ერთ რამეს გეტყვით მათ ვინც ამ ხალხს აქებთ,თუ ესენი რამის მაქნისები არიან საზღვარგარეთ მიიწვია რომელიმე ვინმემ?არა ხომ ე.ი.ესენი არაფლის მაქნისები არიან და რატომ აქებთ მათ ვერ გამიგია,კარგ დროსაც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მწვრთნელების პრობლემა,გამონაკლისი მხოლოდ ახალკაცი იყო,მაშინაც ისეთი თაობა იყო ფეხბურთელების,ვინც არ უნდა ყოფილიყო მწვრთნელი შედეგი მაინც დაიდებოდა.ასე,რომ სანამ ეკონომიურად არ გძლიერდება ქვეყანა,სამწუხაროდ მუდამ ამ წუმპეში ვიქნებით.
roma
08 ივლისი 2016 10:47
0
უჩა რო ამბობ იმედია ფეხბურთელებს შევინარჩუნებო კაცურად რაში გჭირდება ? გუნდი შირაქის ბარიერს რო ვერ გადალახავს რას უნდა მიაღწიოს? ეხლა რა მიზანი დაისახე ეგ ფეხბურთელები რო გჭირდება აუცილებლად? დააყენე 13-14 წლის ბიჭები რა მნიშვნელობა აქვს ადგილს რომელზე გახვალთ თუ პირველ ეტაპსაც ვერ სცდებით
დილა
08 ივლისი 2016 10:08
0
რა დავწერე ისეთი რომ კომენტარი დამიბლოკეთ?!!!!!!!!!!!!!???????????
Merab
08 ივლისი 2016 10:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული