ვლადიმირ დვალიშვილი თბილისის "დინამოში" 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

თბილისის "დინამომ" გუნდის ახალწვეული საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვლადიმირ დვალიშვილი ოფიციალურად წარადგინა.

დვალიშვილი "დინამოში" 8-ნომრიანი მაიუსრით ითამაშებს.

"დინამოს" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

თუმცა, როგორც დვალიშვლმა Sportall.ge-სთან განაცხადა თუ გუნდი ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოვხდა, მას კონტრაქტის მიხედვით აქვს უფლება კლუბი დატოვოს.

- "დინამოს" ევროტურნირებზე დავეხმარები - ლადო დვალიშვილი "დინამოს" ფეხბურთელია!

ვლადიმირ დვალიშვილმა კარიერა 2004 წელს თბილისის "დინამოში" დაიწყო, შემდეგ იყო ბათუმის "დინამო" და რუსთავის "ოლიმპი". დვალიშვილი 2008 წელს რიგის "სკონტოს" წევრი გახდა, მომდევნო სამი
სეზონი კი ჰაიფას "მაქაბიში" გაატარა. ამის შემდეგ იყო პოლონური გუნდები - "პოლონია", "ლეგია" და "პოგონი", შუალედში კი დანიური "ოდენსე".

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
მინდა რომ დინამომ გვასახელოს. ტორპედოს კი საერთოდ არ ყავს საშუალო დონის ფორვარდები, და სუსტი დაცვა, მგონია გუნდში სერიოზული კრიზისია.
იმერელი
14:01 11-07-2016
0
კაია რაც მეტი კონკურენცია იქნება დინამოში, ვაწაძე დაემატებინათ იდეალური ვარიანტი იქნებოდა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული