უკრაინის ქალაქ ლვოვში ფეხბურთში ტრადიციული ფან-ტურნირი დასრულდა, რომელიც ამჯერად Eurofanz-2016-ის სახელს ატარებდა.
ტურნირში მონაწილეობა 21-მა გუნდმა მიიღო, რომელთა შორის ერთ-ერთი თბილისის "დინამოს" ფანკლუბი "გლადიატორებიც" იყო.
ჩემპიონატი უკრაინის ნაკრებმა მოიგო, თბილისელებმა კი, რომლებმაც საუკეთესო შედეგს ვერ მიაღწიეს, მაყურებელთა სიმპათიის პრიზი დაიმსახურეს.