იურაი იარაბეკი: დიდი სურვილი გვაქვს, შემდეგი ეტაპის საგზური ხვალვე გავინაღდოთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა დღეს "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 12 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე, "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის ჩემპიონ ერევნის "ალაშკერტს" "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5-10 ლარს შეადგენს.

მთავარ მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციას "დინამოს" ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილიც დაესწრო.

იურაი იარაბეკი: " მთელი საქართველო "დინამოზეა" კონცენტრირებული, რადგან ერთადერთი ქართული გუნდიღა შემოვრჩით ევროასპარეზს. მოუთმენლად ველით მატჩს. გუნდი ამ შეხვედრისთვის ძალიან კარგად მოემზა
და და სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს იზამს. გავიარეთ შეკრება, რომლის მთავარი მიზანიც კარგ გუნდებთან თამაში იყო. ასეთ გუნდებთან უკეთესად დავინახავდი გუნდის პლუსებსა და მინუსებს.

ყოველი ქვეყნის ჩემპიონი ძლიერ ძალას წარმოადგენს. ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, მაგრამ ჩვენი მიზანი წინსვლაა. ჩვენი გუნდის ფეხბურთელები პრემიებზე არ ფიქრობენ!

გუნდის ახალ ლეგიონერებს ძალიან კარგად დავაკვირდით. 99%-ით შემიძლია გითხრათ, რომ ანტონი სკრიბე ძირითადი მეკარე იქნება, დანარჩენებზე ჯერ არ ვიცი, ვიფიქრებ. დიდი სურვილი გვაქვს, შემდეგი ეტაპის საგზური ხვალვე გავინაღდოთ, მაგრამ ეს საკმაოდ რთული იქნება.

ვფიქრობ, სომხეთიდან "ალაშკერტს" უამრავი გულშემატკივარი ჩამოყვება, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, "დინამოსაც" ძალიან ბევრი გულშემატკივარი ეყოლება.

ზუსტად 1 საათის წინ ვლადიმირ დვალიშვილი გუნდში დარეგისტრირდა და ევროასპარეზე დაგვეხმარება, მისი სახით კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ. დიდი სურვილი მქონდა, ერიკ საბოს დამატების, მაგრამ არ გამოვიდა. "დინამომ" ყველაფერი იღონა ამ ტრანსფერის განსახორციელებლად, თუმცა საბოლოო პასუხის გაცემისას სულ ყოყმანობდა მეორე მხარე, ამიტომაც არ შედგა ეს ტრანსფერი.

ვახტანგ ჭანტურიშვილი: რთული ვარჯიშები გვქონდა, დღეში სამჯერადი და ყველა ოპტიმალურ ფორმაში ვიმყოფებით. ორი შეკრება გავიარე "დინამოსთან" და ნაკრებთან ერთად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი, მსურს კარიერულ დონეზე მივაღწიო წარმატებას. ჯერ 22 წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს!
მკითხველის კომენტარები / 12 /
ფეხბურტი აჰვენონ დზმაო ისეტი რო ტანხაზე ფიქრიც არ უნდა გქონდეტ.მე რაგბზე დავდივარ დზმაო და არასდრო დავიჩივლებ მარა რაგბზე 3-7 ლარზე მაგლა არ აუცევიატ იმიტომ არ ეტევა ხალხი დინამოზე იქ 20 ლარცაც გადავიხდი დზმაო.
ბაჯო
12 ივლისი 2016 13:49
0
Fexburtis yureba 5ლარად iatia magram saubaria fexburtze da ara rasac shven gvtavazoben

gio
12 ივლისი 2016 11:12
0
რომელ ევროპაზე გვესაუბრები, თუ ძმა ხარ. რო დააცხერი ბაჯოს? ცარიელ სტადიონებზე თამაშობენ ქართული გუნდები, რომელი ნახეთ გადავსებულ სტადიონზე? კაცი ამბობს 5 ადამიანი მივდიოდით ოჯახიდანო და ეგეთ გულშემატკივარს უნდა შეუღრინო?

ბევრი ხარჯი რომ აქვს, 3 ლარიანი ბილეთით მეტი შევა გუნდის ბიუჯეტში თუ ცარიელი სკამით?
ლუკა-ს
12 ივლისი 2016 10:13
0
ევროპასჰიო დზმაო იცი სჰენ ისეტი ტამასჰიტ რომელსაც ჰვენი კლუბები ტამასჰობენ ევროპასჰი ხალხი საერტოტ არ იკადრებს იქ მისვლას.და როცა დინამო ევროპას აზანზარებდა 1 რუბლი გირდა ბილეტი და ესენი ვინ ჰემი ფეხებიაა მატტან სჰედარებიტ.იყოს 5- 10- 20 იანიც,მაგრამ 3 იც იყოს ამას ვიზახი დზმაო.
ბაჯო
12 ივლისი 2016 10:07
0
Giorgi-ს ფულის გაკეთების იდეალური სქემაა ბატონო, აბა როგორ გინდა?დღეს კი ვერ მოგებს დინამო და ამით დამთავრდება ქართული გუნდების ეპოპეია
999
12 ივლისი 2016 09:36
0
ჩემი აზრით 5 ლარიანი ბილეთი ის მინიმალურია რაც შეიძლება ღირდეს ფეხბურთის ბილეთი თუნდაც საქართველოსნაირ ღატაკ ქვეყანაშიც კი, მთავარი ის არის ხარისხიანი და ნორმალური ფეხბურთი ვიხილოთ დინამოსგან. აი ალაშკერტმაც რო გამოგვაგდოს 5 ლარი აქეთაც რო გადაიხადონ მაინც აღარ წავა ხალხი.
dadu
12 ივლისი 2016 09:03
0
მე ზესტაფონელი ვარ და ამას წინათ გაბალა სამტრედიას თამაშზე რო მივედი სამტრედიას იმდენი გულშემატკივარი ჩამოყვა ვიფიქრე ხომ არ მეშლება სამტრედიას ხომ არ მოუგია მეთქი თბილისში თუ ადამიანი 5 ლარს ვერ ან არ უნდა გადახდა მაშინ არც ფეხბურთი უნდა იყოს.
zesta
12 ივლისი 2016 08:56
0
როცა ბილეთის ყიდვაზე მიდგება საქმე ყიდვა არავის უნდა და უფასო ფეხბურთი კი გვაქ ისე პრინციპში.
joni
12 ივლისი 2016 08:51
0
ლუკა-ს
5 ლარი არაა კატასტროფულლი ფასი მარა არც თამაშია 5 ლარის ღირსი. დღესაც მივდივარ რადგან ოპტიმისტი ვარ მარა თუ შედეგი არ დაგანახეს ხალხი არ გაიმეტებს იმ 5 ლარს. უნდა დაედოთ 2-3 ლარი ამ თამაშზე და თუ ნახავდნენ ხალხის ინტერესს და თუ გააღწევენ მერე მოემატებინათ 5 და 10 ლარამდე. იმედია ცარიელი ტრიბუნები არ დაგხვდება დღევანდელ თამაშზე
lado
12 ივლისი 2016 08:46
0
5 ლარი ყველაზე იაფი ბილეთის ფასია ევროპაში. ასე რომ, თუ არ გაქვს საშუალება უყურე ტელევიზორში, თუ ტელევიზორი არ გაქვს უყურე მეზობელთან. დინამო საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის, მას აქვს უამრავი ხარჯი. წელიწადში ერთი-ორჯერ აქვს ევროპაზე თამაში დინამოს და თუ მანდაც არ გადაიხადე 5 ლარი მაშინ ასეთი "გულშემატკივრის" მისვლა სტადიონზე არ არის აუცილებელი.
ლუკა
12 ივლისი 2016 00:46
0

სიახლეები პოპულარული