შეგახსენებთ, რომ ხვალ, 12 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე, "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის ჩემპიონ ერევნის "ალაშკერტს" "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5-10 ლარს შეადგენს.
მთავარ მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციას "დინამოს" ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილიც დაესწრო.
იურაი იარაბეკი: " მთელი საქართველო "დინამოზეა" კონცენტრირებული, რადგან ერთადერთი ქართული გუნდიღა შემოვრჩით ევროასპარეზს. მოუთმენლად ველით მატჩს. გუნდი ამ შეხვედრისთვის ძალიან კარგად მოემზა
ყოველი ქვეყნის ჩემპიონი ძლიერ ძალას წარმოადგენს. ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, მაგრამ ჩვენი მიზანი წინსვლაა. ჩვენი გუნდის ფეხბურთელები პრემიებზე არ ფიქრობენ!
გუნდის ახალ ლეგიონერებს ძალიან კარგად დავაკვირდით. 99%-ით შემიძლია გითხრათ, რომ ანტონი სკრიბე ძირითადი მეკარე იქნება, დანარჩენებზე ჯერ არ ვიცი, ვიფიქრებ. დიდი სურვილი გვაქვს, შემდეგი ეტაპის საგზური ხვალვე გავინაღდოთ, მაგრამ ეს საკმაოდ რთული იქნება.
ვფიქრობ, სომხეთიდან "ალაშკერტს" უამრავი გულშემატკივარი ჩამოყვება, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, "დინამოსაც" ძალიან ბევრი გულშემატკივარი ეყოლება.
ზუსტად 1 საათის წინ ვლადიმირ დვალიშვილი გუნდში დარეგისტრირდა და ევროასპარეზე დაგვეხმარება, მისი სახით კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ. დიდი სურვილი მქონდა, ერიკ საბოს დამატების, მაგრამ არ გამოვიდა. "დინამომ" ყველაფერი იღონა ამ ტრანსფერის განსახორციელებლად, თუმცა საბოლოო პასუხის გაცემისას სულ ყოყმანობდა მეორე მხარე, ამიტომაც არ შედგა ეს ტრანსფერი.
ვახტანგ ჭანტურიშვილი: რთული ვარჯიშები გვქონდა, დღეში სამჯერადი და ყველა ოპტიმალურ ფორმაში ვიმყოფებით. ორი შეკრება გავიარე "დინამოსთან" და ნაკრებთან ერთად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი, მსურს კარიერულ დონეზე მივაღწიო წარმატებას. ჯერ 22 წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს!