იურაი იარაბეკი: დიდი სურვილი გვაქვს, შემდეგი ეტაპის საგზური ხვალვე გავინაღდოთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა დღეს "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 12 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე, "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის ჩემპიონ ერევნის "ალაშკერტს" "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5-10 ლარს შეადგენს.

მთავარ მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციას "დინამოს" ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილიც დაესწრო.

იურაი იარაბეკი: " მთელი საქართველო "დინამოზეა" კონცენტრირებული, რადგან ერთადერთი ქართული გუნდიღა შემოვრჩით ევროასპარეზს. მოუთმენლად ველით მატჩს. გუნდი ამ შეხვედრისთვის ძალიან კარგად მოემზა
და და სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს იზამს. გავიარეთ შეკრება, რომლის მთავარი მიზანიც კარგ გუნდებთან თამაში იყო. ასეთ გუნდებთან უკეთესად დავინახავდი გუნდის პლუსებსა და მინუსებს.

ყოველი ქვეყნის ჩემპიონი ძლიერ ძალას წარმოადგენს. ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, მაგრამ ჩვენი მიზანი წინსვლაა. ჩვენი გუნდის ფეხბურთელები პრემიებზე არ ფიქრობენ!

გუნდის ახალ ლეგიონერებს ძალიან კარგად დავაკვირდით. 99%-ით შემიძლია გითხრათ, რომ ანტონი სკრიბე ძირითადი მეკარე იქნება, დანარჩენებზე ჯერ არ ვიცი, ვიფიქრებ. დიდი სურვილი გვაქვს, შემდეგი ეტაპის საგზური ხვალვე გავინაღდოთ, მაგრამ ეს საკმაოდ რთული იქნება.

ვფიქრობ, სომხეთიდან "ალაშკერტს" უამრავი გულშემატკივარი ჩამოყვება, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, "დინამოსაც" ძალიან ბევრი გულშემატკივარი ეყოლება.

ზუსტად 1 საათის წინ ვლადიმირ დვალიშვილი გუნდში დარეგისტრირდა და ევროასპარეზე დაგვეხმარება, მისი სახით კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ. დიდი სურვილი მქონდა, ერიკ საბოს დამატების, მაგრამ არ გამოვიდა. "დინამომ" ყველაფერი იღონა ამ ტრანსფერის განსახორციელებლად, თუმცა საბოლოო პასუხის გაცემისას სულ ყოყმანობდა მეორე მხარე, ამიტომაც არ შედგა ეს ტრანსფერი.

ვახტანგ ჭანტურიშვილი: რთული ვარჯიშები გვქონდა, დღეში სამჯერადი და ყველა ოპტიმალურ ფორმაში ვიმყოფებით. ორი შეკრება გავიარე "დინამოსთან" და ნაკრებთან ერთად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი, მსურს კარიერულ დონეზე მივაღწიო წარმატებას. ჯერ 22 წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს!
მკითხველის კომენტარები / 12 /
თუ კლუბში ლეგიონერი მოგყავს მაშინ ის ძირითადისთვის უნდა შეიძინო.თუ ეჭვი გეპარება ლეგიონერის შესაძლებლობებში,მაშინ ჯობია ისევ ქართველებით დაკომპლექტო გუნდი.
giorgi
20:26 11-07-2016
0
რატო არ აქვეყნებტ კომენტარებს?3 ლარიანი ბილეტი რატო არ არი? ოჯახიდან 5 კაცი ვაპირებიტ მაგრამ 25 ლარი ნამეტანია გარიბებსაც აყურებინეტ ფეხბურტი ხალხოოო
ბაჯო
22:56 11-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული