იურაი იარაბეკი: მთავარია, გოლი არ გავუშვით!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ერევნის "ალაშკერტის" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისელებმა "ალაშკერტს" ანგარიშით 2:0 სძლიეს.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

"ძალიან კარგი განწყობით შევხვდით ჩემპიონთა ლიგას. რთული მეტოქე გვყავდა, რადგან "ალაშკერტს" კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებმაც სწრაფ კონტრშეტევაზე თამაში იციან. ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ვიცოდით და განხილული გვქონდა. ვეცადეთ სწრაფი გოლი გაგვეტანა, თუმცა არ გამოვიდა...

შესვენებაზე კი ბიჭებს უფრო მეტი აქტიურობა
მოვთხოვე და უკეთესი ტაიმი გამოვიდა, ვიდრე პირველი. კარგი გუნდი გვყავს და ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. გოლი არ გავუშვით და ეს მთავარია. კონცენტრირებულობა გვმართებს მეორე მატჩში - "ალაშკერტი" ქვეყნის ჩემპიონია და რ გვაქვს უფლება პატივი არ ვცეთ მას.

კარგად შემოვიდა მოედანზე ოთარ კიტეიშვილი. მან დინამიურობა შეჰმატა გუნდს, გაცილებით მოვუმატეთ და გოლიც გავიტანეთ.

უდიდესი პოტენციალი აქვს გიორგი პაპუნაშვილს. მას გამარჯვების მენტალიტეტი აქვს. კარგად ჩაერთო მატჩში და არაერთი მომენტიც შეექმნა. დარწმუნებული ვარ, თამაშიდან თამაშამდე მოუმატებს.

აღსანიშნავია, რომ კარგი სათადარიგო სკამიც გვყავს, რაც მწვრთნელისთვის ბედნიერებაა. ის, რომ ურიე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო მატჩში, ეს ნორმალურია. ლეგიონერის ყოლა არ ნიშნავს იმას, რომ ძირითადი შემადგენლობა განაღდებული აქვს!

მადლობა გულშემატკივრებს, ვისგანაც დღეს უდიდესი მხარდამჭერა ვიგრძენით", - განაცხადა იარაბეკმა.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 19 ივლისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მეგობრებო ლობჟანიძის თამაშით ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი,მაგრამ სამწუხარო რეალობა ისაა რომ მასზე უკეთესი მარჯენა მცველი ეხლა ჩვენ არც ნაკრებში გვყავს და არც დინამოში და ნუ ვაკრიტიკებთ,
თქვენი გამკვირვებია რა გინდათ ლობჟანიძესთან ხორვატ მარცხენა მცველსარ ჯობდა? ეგ გააკრიტიკეთ,აზრზე არ იყო არც დაცვაში და შეტევაში ხომ საერთოდ,რატო დაიმატეს ეგ ბიჭი ჭანტურიშვილი აზღვევდა ყოველთვის,ბურთს ვერ ართმევდა მოწინაამდეგეს და პასს ვერ აკეთებდა...
აიიი ფერირას საღოლ,კაი მცველია,
ყველა მომეწონა წუხელ მაგ ხორვატის და პარუნაშვიის გარდა...
მეკარე არ ვიცი საქმეში არ გვინახია ჯერ...
DATO
14:07 13-07-2016
0
დფგფდ-ს ანუ იგივე როჟას (დაგესესხები ამ ინტელექტუალურ შედევრში). გეთანხმები იმაში, რომ ლობჟანიძე ნაკლებად შემტევი მცველია, მაგრამ როგორც მცველი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუკეთესოა დღეს ქართველ ფეხბურთელებს შორის. ამასთან, უკან პასის გადრა ძალიან მაგარი ამრთმევია და საიმედოა დაცვაში. კი გეთანხმები, რომ გუშინ უფრო მეტად უნდა ყოფილიყო შეტევაში, თუმცა არც მეორე ფლანგზე მოთამაშე მცველი გამოირჩეოდა შეტევითი თამაშით. ასე, რომ ყველაფერი შედარებითია და თუ შევადარებთ სხვა ანალოგიური პიზიციის მოთამაშეს, ლობჟანიძე ყველაზე ძლიერია. ასეა ეს და....
vaso
14:02 13-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული