შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ერევნელები "დინამოსთან" "დინამო არენაზე" ანგარიშით 2:0 დამარცხდნენ.
- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]
ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვითამაშეთ. ჩვენი მთავარი პრობლემა მცველების არ ყოლაა. ცენტრალურმა მცველმა მატჩის მე-10 წუთზე ტრავმა მიიღო, თუმცა ვთხოვე, რომ პირველი ტაიმი რამენაირად ჩაემთავრებინა. მისი შეცვლის შემდეგ უფრო გაგვიჭირდა.
"დინამოსთვის" 2:0 კარგი შედეგია, მაგრამ ვიბრძოლებთ წარმატებისთვის, დაკარგული
"დინამოს" ჰქონდა უპირატესობა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან შინ თამაშობდნენ და ჩვენზე დიდ ზეწოლას ახორციელებდნენ, თუმცა შესაძლოა, ანგარიში 2:0 არ ყოფილიყო - გვქონდა 3 მომენტი, მაგრამ არ გაგვიმართლა.
მეორე მატჩში წამყვანი ფეხბურთელები დაგვაკლდება და ახლა ვფიქრობ, როგორი შემადგენლობა დავაყენო უკვე განმეორებით მატჩში.
არჩევნის საშუალება რომ მქონდეს, "დინამოდან" ჩემს გუნდში, სიამოვნებით ვიხილავდი რენე ფერეირას. კიდევ გიორგი ქვილითაია მომეწონა.
წარმოუდგენლად კარგი სტადიონი გაქვთ. სასიამოვნოა აქ თამაში, ბევრი გულშემატკივარი იყო, მაგრამ უფრო მეტმა უნდა აიროს - ეს ხომ ჩემპიონთა ლიგააა?!", - განაცხადა ხაშმანიანმა.
მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დასაძლევად სულაც არაა საჭირო, რომ დინამოში საკვანძო ფეხბურთელებად უცხოელი ლეგიონერები გვევლინებოდნენ.... მათ გარეშე კი, დინამო ალაშკერტის ბარიერს ვერ გადალახავდა და რაც უფრო დროულად გავუსწორებთ თვალს სიმართლეს, მით უკეთესი ჩვენთვის და ქართული ფეხბურთისთვის.....