რომან ფიფია: სომხეთში მძიმე, მაგრამ უკეთეს თამაშს ველი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის "დინამომ" სომხური "ალაშკერტის" ძლევით (2:0) შემდგომ სტადიაზე გასვლის დიდი შანსი დაიბევა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

"დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია რთულ საპასუხო მატჩს ელის, რომელიც 19 ივლისს, ერევანში გაიმართება.

"მატჩითა და თამაშის ხარისხით საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი. შეიძლება ითქვას, პირველი შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მეორე ნახევარი კარგად ჩავატარეთ და ამის ხარჯზე მოვიგეთ. ბევრი მომენტი კი გვქონდა, მაგრამ უპირატესობის სრულად რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ.

თუმცა არა უშავს, სომხეთში "დინამოსგან" უკეთესი
თამაშის იმედი მაქვს. ძალიან მძიმე დაპირისპირება გველოდება და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

"ალაშკერტთან" შეხვედრას დაახლოებით 15 ათასი მაყურებელი დაესწრო, რაც მახარებს. იმედი მაქვს, რომ შემდგომ ეტაპზე გავალთ და მესამე საკვალიფიკაციოში ბევრად მეტ მაყურებელს მოვიზიდავთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
ქართულ ფეხბურთში ერთი ნაკვერჩხალი ჯერ ისევ გიზგიზებს და ეს არის დინამო თბილისი. და ეს არის რომან ფიფიას დამსახურება! ისეთ ქვეყანაში სადაც ეროვნულ ჩემპიონატის თამაშებს საშუალოდ 200 კაცი ესწრება და ეს მაშინ როცა ბილეთი ₾2 ღირს! ისეთ ქვეყანაში სადაც ტელეტრანსლაციას მაყურებელი არ ყავს, რეკლამა არ იყიდება, სადაც სტადიონები არ აქვთ გუნდებს, სადაც ფეხბურთელებს საჭმელი სახლიდან მიაქვთ სტადიონზე, სადაც მოედნებზე ბალახის საკრეჭი მანქანის მაგივრად ძროხებს ერეკებიან ბალახის გასაკრეჭად... ეს ერთი კაცი ახერხებს იმას რომ ფეხბურთის კერა საბოლოოდ არ გაცივდა საქართველოში. ქართველი გულშემატკივარი არ იმსახურებს გამარჯვებებს, რადგან ის ჯიბრში უდგას საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ქალაქს, საკუთარ გუნდს. შევავსოთ სტადიონები საქართველოს ჩემპიონატზე და ვნახავთ როგორ გაუმჯობესდება კონკურენცია, როგორ გაიზრდება ინტერესი ინვესტორის მხრიდან, როგორი მოტივაცია ექნებათ ფეხბურთელებს სათამაშოდ გამოვიდნენ, როგორ მოინდომებენ ბავშვები და მათი მშობლები ფეხბურთის წრეზე შესვლას. ინგლისელები და გერმანელები არ ჩამოვლენ და არ დაესწრებიან ჩვენი ჩემპიონატის თამაშებს; ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ასე შეგვიძლია ამოვქაჩოთ ქართული ფეხბურთი. კვირაში ₾2!
ლუკა
17:34 16-07-2016
0
სწორედ თამაშის ხარისხი იყო გულისამრევი ორივე მხრიდან,ნებისმიერ ევროპულ საშუალოზე დაბალი დონის გუნდს შეუძლია ისე მოგიგოთ, რომ გატიროთ...ამაზე რომ კმაყოფილდებით,მაგიტომ არაფერი გეშველებათ...

status quo
18:57 16-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული