თბილისის "დინამო" ერევანში სრული შემადგენლობით გაემგზავრა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" დღეს, 17 ივლისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში სრული შემადგენლობით გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს თბილისელები 19 ივლისს ერევნის "ალაშკერტის" წინააღმდეგ გამართავენ. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში, დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

როგორც კლუბის პრესსამსახურმა Sportall.ge-ს აცნობა, გუნდთან ერთად ერევანში გაემგზავრა უჩა ლობჟანიძეც, რომელმაც პირველ შეხვედრაში მეორე ტაიმის დასაწყისში ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებები ბიჭებო
ioseb
18:18 17-07-2016
0
tamasa romelsac dinamo unda gadaaxtes samcuxarod alashkertia, mxolod alashkerti da aravin ufro dzlieri
giga
22:06 17-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული