თბილისის "დინამო" ერევანში სრული შემადგენლობით გაემგზავრა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" დღეს, 17 ივლისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში სრული შემადგენლობით გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს თბილისელები 19 ივლისს ერევნის "ალაშკერტის" წინააღმდეგ გამართავენ. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში, დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

როგორც კლუბის პრესსამსახურმა Sportall.ge-ს აცნობა, გუნდთან ერთად ერევანში გაემგზავრა უჩა ლობჟანიძეც, რომელმაც პირველ შეხვედრაში მეორე ტაიმის დასაწყისში ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
იმედია დაცვაში არ ჩაუდგებით და პირველ ნომრად ითამაშებთ. თუ სჯობიხარ ასეც უნდა მოიქცე თორემ აგერ ხორვატიის და საფრანგეთის მაგალითი - ფრთხილობდნენ ზედმეტად და დაისაჯნენ კიდეც. ისე დინამოსთვის ალაშკერტთან დაცვაში ჩაჯდომა შეურაცჰმყოფელიც უნდა იყოს წესით
levani
15:39 18-07-2016
0
ეხლა თამაშზე თუ იყავი, ნახავდი რო ეს ალაშკეტი გუნდიც არაა. დინამო რო დაგახურავს თავზე და ბურთს ფლობს და გიტევს, ესეიგი სრული ნაგავი ხარ. ხოდა, აქედან გამომდინარე ძაან ადვილად შეიძლება მაგათი მოგება. ალაშკერტი რაღა გახდა და მაგასთან რატო უდნა ითამაშო ანგარიშის შენარჩუნებაზე ვერგავიგე
Jango-s
15:29 18-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული