თბილისის "დინამო" ერევანშია და "ალაშკერტთან" მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ერევანშია და ადგილობრივ "ალაშკერტთან" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში, რომელიც თბილისში გაიმართა, "დინამომ" ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, "დინამო" სომხეთის დედაქალაქს სრული შემადგენლობით 17 ივლისს ეწვია და სასტუმრო Radisson BLU-ში დაბინავდა.

დღეს დილით იურაი იარაბეკის გუნდმა მოთელვითი ვარჯიში ჩაატარა, საღამოს 19:00 სთ-იდან კი ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე მატჩისწინა წვრთნას გამართავს. დღესვე გუნდების მწვრთნელები პრესკონფერენციაზე
ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხებენ.

"ალაშკერტი"-"დინამოს" საპასუხო შეხვედრა 19 ივლისს, 19:00 სთ-ზე დაიწყება და მას შვედ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 31 წლის მოჰამედ ალ-ჰაკიმი იქნება. მას ასისტენტობას დანიელ გუსტავსონი და პეტერ მაგნუსონი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კასპარ სიობერგი შეასრულებს. უეფას დელეგატი რუმინელი პაულ დანიელ ზაქარია იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი - უკრაინელი იგორ იშენკო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ერთ გუნდზე მაინც ჩაატარეთ ექსპერიმენტი...სცადეთ მაინც.თორე ხომ ხედავთ რაც ხდება მეორე ტაიმში ერთმანეთს ეყუდებიან.სირბილი რომ აღარ შეუძლიათ.რომელ სპრინტებზეა ლაპარაკი???
gigusha
17:39 18-07-2016
0
თქვენ კომენტარს რომ ვკითხულობ "თოჯინები იცინიან მაგონდება" სულ სათამაშოებზე რომ ლაპარაკობს ცხონებული ეროსი.კი მაგრამ ფეხბურთი მარტო სპრინტი ხომ არარის.ტეხნიკა ,პასი,აზროვნება,მოედნის ხედვა. ამ კომპონენტში როგორები არიან? ისეთი შეგრძნება მაქვს თქვენ ძველი მძლეოსანი ხართ.
gujas
17:42 18-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული