შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში, რომელიც თბილისში გაიმართა, "დინამომ" ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.
- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, "დინამო" სომხეთის დედაქალაქს სრული შემადგენლობით 17 ივლისს ეწვია და სასტუმრო Radisson BLU-ში დაბინავდა.
დღეს დილით იურაი იარაბეკის გუნდმა მოთელვითი ვარჯიში ჩაატარა, საღამოს 19:00 სთ-იდან კი ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე მატჩისწინა წვრთნას გამართავს. დღესვე გუნდების მწვრთნელები პრესკონფერენციაზე
"ალაშკერტი"-"დინამოს" საპასუხო შეხვედრა 19 ივლისს, 19:00 სთ-ზე დაიწყება და მას შვედ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 31 წლის მოჰამედ ალ-ჰაკიმი იქნება. მას ასისტენტობას დანიელ გუსტავსონი და პეტერ მაგნუსონი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კასპარ სიობერგი შეასრულებს. უეფას დელეგატი რუმინელი პაულ დანიელ ზაქარია იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი - უკრაინელი იგორ იშენკო.