ჯაბა ჯიღაური: უშეღავათო ბრძოლის მოლოდინად ვართ!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა ერევნის "ალაშკერტთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 19 ივლისს, უმაღლესი ლიგის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს სტუმრად ერევნის "ალაშკერტთან" გამართავს. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა თბილისში დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, ლობჟანიძემ კი ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

"ამ თამაშს ფეხბურთელები საკმაოდ კარგ ფორმაში ვხვდებით. გუნდში სრული მზადყოფნაა ხვალ გასამართი მატჩისთვის. მართალია, ტრავმის გამო ველევი გამოგვაკლდება, თუმცა გვაქვს
იმის ფუფუნება, რომ სხვა ფეხბურთელით ჩავანაცვლოთ და ამ პოზიციაზე პრობლემა არ შევიქმნათ.

უშეღავათო ბრძოლის მოლოდინად ვართ. "დინამო არენაზე" მოპოვებულ გამარჯვებასა და უპირატესობაზე არცერთი ფეხბურთელი ფიქრობს. მთელი კონცენტრაცია ხვალინდელ მატჩზეა!

ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება", - განაცხადა ჯიღაურმა.

ერევნის "ალაშკერტსა" და თბილისის "დინამოს" შორის გასამართი მატჩი ჩვენი დროით ხვალ 19:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:
- იურაი იარაბეკი: ფრე გვაწყობს, მაგრამ გოლის გასატანად გავალთ მოედანზე!
- "ალაშკერტის" მწვრთნელი: "დინამოს" ისტორია "ალაშკერტისთვის" დიდი პრობლემაა!
- გიორგი ქვილითაია: უპირატესობის მიუხედავად, რთულ თამაშს ველით
- უჩა ლობჟანიძე: მზად ვარ 90 წუთის სათამაშოდ, დანარჩენს მწვრთნელი გადაწყვეტს!
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯაბა ესპანური ვარიანტი გაითამაშე, აბა შენ იცი, გამარჯვებული უნდა დაბრუნდეთ.
gizog
13:20 19-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული