"სამტრედიის", "ჩიხურას" და "დილას" ფეხბურთელებს თანადგომა სჭირდებათ და არა - დაცინვა!

AutoSharing Option
"სამტრედია" ევროპალიგის გათამაშებას რომ გამოეთიშა, ამბავი არახალია. გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ამბობს, რომ ამის გამო ფეხბურთელების შეურაცხყოფა საქმეს არ წაადგება, დღევანდელი გადასახედიდან კი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანელთა დამარცხება მაინც შეიძლებოდა.

"ჩვენ უფრო გამოცდილები რომ ვყოფილიყავით, ამ ბარიერის დაძლევა შეიძლებოდა, მაგრამ მე ბიჭების მადლიერი ვარ. მათ ამ თამაშებში სული და გული ჩადეს, აჩვენეს, რომ პოტენციალი აქვთ.

არადა, მესმის და ვკითხულობ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს უსაფუძვლო და ცინიკური კომენტარებით აკომპლექსებენ. არავის აქვს უფლება, ამ წაგების გამო ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა შეურყიოს.

მათ თანადგომა
სჭირდებათ და არა - დაცინვა. იმავეს ვიტყვი "ჩიხურასა" და "დილას" ფეხბურთელებზეც", - ამბობს ცეცაძე.

სამტრედიელთა დამრიგებელი მიიჩნევს, რომ გუნდმა ამ ეტაპისთვის ისედაც ბევრს მიაღწია:

"სანამ სეზონი დაიწყებოდა, ვთქვით, რომ ხუთეულში მოხვედრას ვუმიზნებდით, მაგრამ მოხდა სასწაული და ვიცე-ჩემპიონები გავხდით. ევროპის ლიგიდან გავარდნის მიუხედავადაც, ზესტაფონში ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ და სახე მთლად არ დაგვიკარგავს. ეს აზერბაიჯანელებმაც აღნიშნეს, კარგი გუნდი ყოფილაო და გაუკვირდათ, ბაქოში რა მოგვივიდა.

მოგვივიდა ის, რომ ერთი წლის გუნდით ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა წარმოუდგენელია. გუნდს მყარი საფუძველი და დრო სჭირდება, დიდი ნახტომი რომ გააკეთოს. მე კი მიმაჩნია, რომ 9 თვის გუნდით ევროპის ლიგაზე გასვლა და ჩვენზე ბევრად გამოცდილი "გაბალასთვის" თუნდაც ერთი მატჩის მოგება დიდი საქმე იყო.

ეს მომავალი წარმატებებისთვის სტიმულს მოგვცემს. დრო თუ გვექნება და გუნდის შენების საშუალება გაცილებით ხანგრძლივი დროით მოგვეცემა, მჯერა, ამ ბიჭებით ბევრის მიღწევა შეიძლება".

"სამტრედიამ" მზადება ადრე დაიწყო, ევროპალიგის შემდეგ კი გუნდი ისვენებდა:

"ბიჭები 10 დღე დავასვენეთ, მაგრამ ბოლო 5 დღე ინდივიდუალური დავალებები მივეცით. 18 ივლისს თბილისში შევიკრიბეთ და ჩემპიონატისთვის მზადება "ამერის" სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე დავიწყეთ.

პირველ ტურამდე სამ საკონტროლო შეხვედრას ვგეგმავთ: 22 ივლისს ნაკრების ბაზაზე ბოლნისის "სიონს" შევხვდებით, 26-ში იქვე - "ჩიხურას", ხოლო 30-ში ლანჩხუთში "გურიას" გავეჯიბრებით".

ცეცაძის თქმით, გუნდში უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა:

"უკვე გეცოდინებათ, რომ თორნიკე გორგიაშვილმა დაგვტოვა. შოთა კერძევაძე კი ფოთის "კოლხეთში" სათამაშო პრაქტიკისთვის იჯარით გავუშვით და დეკემბერში დაგვიბრუნდება. თუ სასურველი დონის მოთამაშეები გამოჩნდებიან, გაგვიხარდება. მაგრამ ჯერ ახალი არავინ დაგვიმატებია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 64 /
თაზო-ს,პირადულზე გადასვლას დაანებეთ თავი,ეს საქციელი არამცოდნე არსებების საქმეა,შენ რა იცი მე ვინ ვარ,1964-წლიდან ყველა მატჩი მაქვს ნანახი და რადიო რეპორტაჟი მოსმენილი,რაც მომხდარა მსოფლიოში თითქმის ყველაფრის საქმის კურსში ვარ დღემდე,კიდევ ვიმეორებ,საბჭოთა კავშირის დროს სამტრედიის ლოკომოტივი თამაშობდა A კლასის მეორე ლიგაში,ხოდა იმ გუნდის აჩრდილიც არაა დღეს სამტრედია,არამარტო სამტრედია,მაშინ იმ მეორე ლიგაში გამოდიოდნენ:ლოკომოტივი,ტყიბულის მეშახტე(ამ ქალაქში მაშინ ფეხბურთი უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული),მახარაძის მერცხალი,გორის დილა,კოლხეთის ფითი,დინამო ბათუმი და სხვები,ეს გუნდები გაცილებით ძლიერები იყვნენ მაშინ,დღევანდელ გუნდებთან მათი შედარებაც კი სისულელეა,ამიტომ ეს ყველაფერი,გუნდების შენება არ დაწყებულა 9-თვის,ან 26-ი წლის წინათ,არა ბატონებო გაცილებით დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი მათ შექმნას და ისმის კითხვა რა ვერ შექმენით?რა ვერ ააშენეთ?ამდენი ხნის განმავლობაში,მაგრამ პასუხი ერთია,ყველგან არაკომპენტენტური ხალხის დოღია დღეს საქართველოში,მიდის ფულის კეთება, სამტრედია და სხვა გუნდები ყველას ფეხებზე ჰკიდია,ხოლო უბედურება ისაა,რომ თქვენისთანა ხალხი ამას ვერ ხვდება და ადვილად ბოლდებით,მოვა დრო და ცეცაძეს გამოაბუზურებენ სამტრედიიდან და მერე მაინც გამიხსენე და გულში მაინც მოიხადეთ ბოდიში,წარმატებები ქართულ და სამტრედიულ ფეხბურთს.
roma
09:57 21-07-2016
0
სამტრედიელების მეტს არ გეხებათ ჩვენი გუნდის კრიტიკა ბოღმიანებო დაიწყება ჩემპიონატი და რომ მოსვამს ყველას მერე აკრტიკეთ ფიქტიებო
tato
22:56 19-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული