"დინამო" "დინამოს" წინააღმდეგ - რთულია, მაგრამ შესაძლებელი!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ზაგრების "დინამომ" შინ 3:2 მოუგო (პირველი თამაშიც მოგებული ჰქონდა, 2:1) მაკედონიის "ვარდარს" და გავიდა III საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც ჩვენს "დინამოს" შეხვდება.

ზაგრების "მაქსიმირზე" მოვლენები დრამატულად განვითარდა. მაკედონიის ჩემპიონი ორჯერ იგებდა, თუმცა რუსმა არბიტრმა სერგეი ივანოვმა მასპინძელთა სასარგებლოდ ორი 11-მეტრიანი დანიშნა და ორივე - გოლად აქცია "იუვენტუსისთვის" გამზადებულმა მარკო პიაცამ. ერთი გოლიც მაჩადოს (ადრე ფრანგულ "ტულუზში" რომ თამაშობდა) ანგარიშზეა.

სხვათა შორის, თამაშს საქართველოს ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკიც დაესწრო...

საერთო ჯამში, ზაგრების "დინამო" მოწინააღმდეგეზე
უკეთესი იყო, თუმცა, რომ არა ორი პენალტი, რომელთაგან ერთი ძალზე საეჭვო იყო, არავინ იცის, რა მოხდებოდა. და ერთიც: თბილისის "დინამოსთან" პირველ მატჩს გამოტოვებს სლოვენიელი მცველი პეტარ სტოიანოვიჩი, ვინც გუშინ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

დინამო (4-2-3-1): იეზინა - სტოიანოვიჩი, სიგალი, შილდენფელდი, მატელი - მაჩადო, ანტოლიჩი - როგი (82. ფერნანდესი), სუდანი, პიაცა (86. პივარიჩი) - ჰოჯიჩი (70. ბენკოვიჩი).

უფრო ვრცლად გუშინდელ მატჩზე, კონკრეტულად კი, თბილისის "დინამოს" მეტოქეზე, ხვალინდელ ნომერში წაიკითხავთ.

ჩემპიონთა ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი
26 ივლისი
დინამო (ხორვატია)-დინამო (საქართველო)
რუსენბორგი (ნორვეგია)-აპოელ (კვიპროსი)
ასტანა (ყაზახეთი)-სელტიკი (შოტლანდია)
ტრენჩინი (სლოვაკეთი)-ლეგია (პოლონეთი)
პლზენი (ჩეხეთი)-ყარაბაღი (აზერბაიჯანი)
ბატე (ბელორუსი)-დანდალკი (ირლანდია)
ლუდოგორეცი (ბულგარეთი)-ცრ. ზვეზდა (სერბეთი)
პარტიზანი (ალბანეთი)-ზალცბურგი (ავსტრია)
აიაქსი (ჰოლანდია)-პაოკ (საბერძნეთი)
სპარტა (ჩეხეთი)-სტიაუა (რუმინეთი)
შახტარი (უკრაინა)-იანგ ბოიზი (შვეიცარია)
როსტოვი (რუსეთი)-ანდერლეხტი (ბელგია)

27 ივლისი
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)-ბეერ შევა (ისრაელი)
ასტრა (რუმინეთი)-კოპენჰაგენი (დანია)
ფენერბაჰჩე (თურქეთი)-მონაკო (საფრანგეთი)

საპასუხო მატჩები 2 და 3 აგვისტოს გაიმართება

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 50 /
ნეიტრალ
... მართლა რომ არ გიჭირდეს და ოდნავი აზროვნება მაინც შეგეძლოს, რამე პოზიცია გექნებოდა ამ თემებთან დაკავშირებით ((უპოზიციობა უფრო ტეხავს)) . რაც შეეხება ელ კლასიკოს :)) აქ "რეალი ბარსას" მოწყობას კიარა " გლაზგო სელტიკ გლაზგო რეინჯერსაც" ვერ გაქაჩავ შენ@.
Mandela
14:59 22-07-2016
0
ზრდილობის ფარგლებში მოქცეულ კომენტარებს რატო აიგნორებთ ნეტავი ? ამასაც დაბლოკავთ ხო ? რა ხდება იქნებ მითხრათ , თქვენი სტატიებზე დაწერილი კომენტარების ლიმიტი 41-ზე იწურება თუ რაშია საქმე. ძაან გთხოვთ ნუ ბლოკავთ ისეთ კომენტარებს სადაც ცენზურა დარღვეული არ არისს.
Mandela
15:33 22-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული