თეო ვიკსი: "გაბალასთვის" "სამტრედია" უფრო რთული მეტოქე იყო, ვიდრე - მტკ!

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "გაბალას" ფორვარდმა თეო ვიკსმა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდგომ, azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "სამტრედიაზეც" ისაუბრა.

აზერბაიჯანელთა მეტოქე უნგრული მტკ იყო, რომლის დამარცხებაც "გაბალამ" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:1 შეძლო. მანამდე კი, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "გაბალამ" "სამტრედიას" ბარიერი იოლად გადალახა (6:3).

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]
- სამტრედია-გაბალა 2:1 - კარის გაჯახუნება [VIDEO]

"ვფიქრობ, "სამტრედია" მტკ-ზე რთული მეტოქე იყო. "სამტრედიაში" ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ისინი წუთითაც არ ჩერდებოდნენ.

მტკ კარგი გუნდია, მაგრამ ქართველებს ნამდვილად ჩამორჩება", -
განაცხადა ფორვარდმა, რომელმაც "სამტრედიასთან" ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ცეცაძეს საყვარელი ბიჭუნების შვიდეული ჰყავს სამტრედიაში,სხვებს ვერ ხედავს,ეს აფუჭებს საქმეს. კლუბს კერძო ინვესტორის მოწვევის პერსპექტივა არა აქვს,რადგან. ის დაითრია უცნაურმა კერძო წარმინაქმნა არამომგებიანმა საფეხბურთო კავშირმა,რომელიც სრულიად ფინანსირდება ბიუჯეტიდან,რომელ პერსპექტივაზეა საუბარი როცა ხალხი ბიუჯეტის ფულს ხერხავს?
Ruins
00:08 24-07-2016
0
ჰო , ისე ეს ვითარება სამტრედიაში უცნაურია და საით მიდის კაცი ვერ გაიგებს.ვითომ რაიონს ბიუჯეტის ფულს არ სთხოვს არავინ, მაგრამ თუ კერძო კლუბი მაინც ბიუჯეტიდან ფინანსდება და ასე იქნება სულ, მაშინ ეს მრავალ კითხვებს გააჩენს.
ლუბიმჩიკობაზე მეც მსმენია, მაგრამ რა ხდება შიგნიდან ეს ზუსტად არავინ იცის, თუმცა მწვრთნელმა თვითონ განაცხადა რამდენიმე მათგანზე განსაკუთრებული სიახლოვის შესახებ, მათ შორის არაბულზეც
Jango
12:33 24-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული