თბილისის "დინამო" ზაგრებში დღეს მიემგზავრება, ხორვატები დაცვას აძლიერებენ

AutoSharing Option
დღეს, 25 ივლისს, თბილისის "დინამო" ზაგრებში მიემგზავრება, სადაც ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში იქაურ თანაკლუბელს შეხვდება.

მოგეხსენებათ, სომხურ "ალაშკერტთან" II ეტაპის საპასუხო შეხვედრა ტრავმების გამო გამოტოვეს თბილისური კლუბის ბულგარელმა და ხორვატმა ლეგიონერებმა - სტეფან ველევმა და მატია შპიჩიჩმა.

ჩვენი ინფორმაციით, 26 ივლისს გასამართ მატჩში ველევის თამაში გამორიცხულია, ხოლო რაც შეეხება შპიჩიჩს, ის ხორვატიის დედაქალაქში გუნდთან ერთად მიემგზავრება და ითამაშებს თუ არა, ამას "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი გადაწყვეტს.

უშველის "დინამოს" ლეშკოვიჩი?
ზაგრების "დინამომ" ხორვატული "რიეკადან" ცენტრალური მცველი მარკო ლეშკოვიჩი
იყიდა.

25 წლის უკანახაზელს, ვისაც საყრდენ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში, ქვეყნის ეროვნულ გუნდში 5 მატჩი აქვს ჩატარებული. ამას გარდა, უთამაშია ხორვატიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ის "ოსიეკის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია.

ჩვენც დავწერეთ და ზაგრების "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ზლატკო კრანჩარიც ირიბად დაგვეთანხმა - "ვარდართან" მატჩებში თბილისელთა მეტოქის ცენტრალური მცველების თამაშში ლაფსუსები საკმარისზე მეტი იყო.

- [მეტოქე ზაგრების დინამო] თვითონაც თამაშობს და სხვასაც ათამაშებს

ვნახოთ, გაამყარებს თუ არა ლეშკოვიჩი ხორვატიული გრანდის უკანა ხაზს.

შოტლანდიელი ჩასტვენს, სლოვაკი დააკვირდება...
გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს ზაგრებისა და თბილისის "დინამოები" დაუპირისპირდებიან, შოტლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი 27 წლის ბობ მადენი იქნება. მას ასისტენტობას დევიდ მაკგიჩი და შონ კარი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციას სტივენ მაკლინი შეასრულებს. უეფას დელეგატი ბულგარელი ანდრეი მედინცევია, ხოლო მსაჯების ქმედებას სლოვაკი იოზეფ მარკო დააკვირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
Houston Dynamo MLS-ში თამაშობს
გულშემატკივარი
15:56 25-07-2016
0
ალეკსანდრე-ს. დრეზდენის დინამო თამაშობს გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში. სანამ კომენტარს დადებდე, დაგეგუგლა და დაგესვა წერტილი, მაგრამ, ამას ხომ მოფიქრება უნდა...
აკო
14:57 25-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული