ალეკო ამისულაშვილი: "დინამო" მზად არის დიდი ბრძოლისთვის!

AutoSharing Option
ზაგრების "დინამოსთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის უმნიშვნელოვანეს მატჩებში თბილისის "დინამოს" 33 წლის ალეკო ამისულაშვილი უკაპიტნებს - რუსულ და თურქულ უმაღლეს ლიგებში გამობრძმედილი მცველი, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 45 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

"ლელო" ამისულაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა. როგორც ყოველთვის, ის სიამოვნებით დაგვთანხმდა საუბარზე და ჩვენი ცნობისმოყვარეობა ამომწურავად დააკმაყოფილა...

- მოდით, ჩვენი საუბარი "ალაშკერტთან" მატჩების შეფასებით დავიწყოთ...
- ჩემპიონთა ლიგაში და, ზოგადად, ფეხბურთში, ნებისმიერი მოწინააღმდეგე უნდა დააფასო. კი ბატონო, "ალაშკერტთან" თბილისური მატჩის პირველი ტაიმი ნამდვილად არ
ყოფილა იდეალური. ჩვენთვის ეს იყო სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი და გარკვეული დრო დაგვჭირდა სათამაშო ტონუსში, რიტმში შესასვლელად.

მე მგონი, ყველა დამეთანხმება, რომ მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და ორრაუნდიან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად აუცილებელი ორი გოლი გავიტანეთ. კარგი იყო ერევნის მატჩის პირველი ტაიმიც. მე ვთვლი, რომ უკვე 25-ე წუთისთვის გადაწყდა ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი. აქედან გამომდინარე, მეორე ტაიმში მოვერიდეთ ტრავმებს და ფრთხილად ვითამაშეთ.

თქვენც იყავით ერევანში და დამეთანხმებით, ძალიან ცხელოდა. იყო ტრავმების მიღების საშიშროებაც. რა თქმა უნდა, ყველა თამაშის მოგება სასურველია, მაგრამ საბოლოოდ, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ...

- კარგი, "ალაშკერტი" წარსულია. თქვენი აზრით, ზოგადად, რა გუნდია ზაგრების "დინამო", რომელსაც სამშაბათს შეხვდებით?
- ვუყურე ზაგრების "დინამოსა" და "ვარდარის პირველი მატჩის ვრცელ მიმოხილვას და საპასუხო შეხვედრის მეორე ტაიმს. ძალიან ძლიერი და სერიოზული გუნდია ჩვენი მეტოქე. თეორიაზე კიდევ ერთხელ გავარჩიეთ ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგის ავ-კარგი. არ უნდა მოგვატყუოს იმან, რომ "ვარდარმა" ზაგრების "დინამოს" სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. თვითონ "ვარდარიც" არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, ისიც ძლიერია.

ზაგრების "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენს გუნდში ძალიან ბევრია ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც ყველაფერი წინ აქვთ. ვართ ისეთებიც, რომელთათვისაც ეს შეიძლება ბოლო შანსიც კი იყოს, რომ ამ დონეზე მივაღწიოთ წარმატებას და დიდი სიხარული ვაჩუქოთ ქართველ გულშემატკივარს.

მოკლედ, ბოლომდე ვართ მობილიზებულები და მოტივაციაც ძალიან დიდი გვაქვს.

- მარკო პიაცას წასვლა სერიოზულად დაასუსტებს ჩვენს მომავალ მოწინააღმდეგეს?
- ეს უშუალოდ თამაშისას გამოჩნდება. საკლუბო ფეხბურთში ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როცა ლიდერის წასვლა გუნდს უფრო კრავს და დადებითად მოქმედებს მასზე. სიმართლე გითხრათ, აქამდე პიაცას თამაშისთვის განსაკუთრებით არ მიმიდევნებია თვალი, მაგრამ "იუვენტუსმა" ამ ფეხბურთელში 25 მილიონი ევრო გადაიხადა და ამით ყველაფერია ნათქვამი.

- ზაგრების "დინამო" ჩემპიონთა ლიგის ხშირი მონაწილეა. როგორც წესი, ასეთ დროს, შედარებით გამოცდილი გუნდის მიმართ თუნდაც მსაჯებს ქვეცნობიერი სიმპათია უჩნდებათ. ესეც დამატებითი გამოწვევაა თბილისის "დინამოსთვის". ხართ ამისთვის მზად?
- ფავორიტი მეტოქეა და, სიმართლე გითხრათ, ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ყველაფერი უშუალოდ მინდორზე გადაწყდება და არა ქაღალდზე. ბევრი ფავორიტი გვინახავს დამარცხებული. ჩვენ მზად ვართ დიდი ბრძოლისთვის.

- ზაგრებულ მატჩში ფრე არ იქნება ურიგო შედეგი "დინამოსთვის", უფრო პირიქით...
- საერთოდ, ჩემი აზრით, ორრაუნდიან პრიზმაში უნდა განვიხილოთ საევროთასო დაპირისპირება. ახლა რომ დავიწყოთ დაპირებები, რომ აუცილებლად გავალთ, ეს არ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან. ერთ რამეში ვართ დარწმუნებულები და ვარწმუნებთ ქართველ გულშემატკივარსაც: თბილისის "დინამოს" თითოეული ფეხბურთელი 100 პროცენტით და კიდევ მეტითაც დაიხარჯება მომავალ მატჩებში.

- "დინამოს" ლეგიონერებზე უნდა გკითხოთ. დაასრულეს მათ გუნდთან ადაპტაციის პროცესი?
- ეს ინდივიდუალურია. მეც მითამაშია უცხოეთში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ იოლი არ არის, შეეგუო ახალ სათამაშო სტილს, ახალ გუნდს, ატმოსფეროს, უცბად დაძლიო ენობრივი ბარიერი... ჩემი აზრით, ეს პროცესი კარგად მიდის.

- ცალკე გკითხავთ ლადო დვალიშვილზე...
- დაგეთანხმებით, ეს მართლაც ცალკე სასაუბრო თემაა. ლადოს გუნდთან ერთად არ გაუვლია შეკრება, ეს თქვენც იცით. სულ სამი დღე ივარჯიშა "დინამოსთან" ერთად პირველი მატჩის წინ და ათასი პროცენტით დაიხარჯა, თუ შეიძლება, ასე ითქვას. ასეთი რამ ყველა ფეხბურთელისთვის მაგალითის მიმცემია და ამიტომაც არის ლადო საჭირო დღევანდელი "დინამოსთვის". მას დიდი ხანია, საქართველოს ნაკრებიდან ვიცნობ. მოხარულები ვართ ყველა, რომ ასეთი თვისებების მქონე ფეხბურთელი შეუერთდა "დინამოს".

- "დინამო" მაინც ახალგაზრდული გუნდია. როგორ ფიქრობთ, გაუძლებენ ფეხბურთელები წნეხს?
- როცა ისეთ გუნდში თამაშობ, როგორიცაა თბილისის "დინამო", წნეხი სულ არის. ჩვენ ხომ რიგით კლუბზე არ ვლაპარაკობთ? რაც უფრო ადრე გაითავისებს და მიეჩვევა ამას ახალგაზრდა ფეხბურთელი, მით უკეთესი. ადაპტაციის არ იყოს, ესეც ინდივიდუალურია - ზოგს წნეხი ეხმარება კიდეც იმაში, რომ უფრო მოტივირებული გახდეს. მე მჯერა, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით "დინამო" მზად იქნება ზაგრების "დინამოსთან" მატჩებისთვის.

- დაბოლოს, რას ჰპირდება "დინამო" ქართველ გულშემატკივარს?
- იმას, რომ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯებით. გარწმუნებთ, თითოეული ფეხბურთელი თავს დადებს, იბრძოლებს, რათა ერთად ავიხდინოთ ოცნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ფანების დაფასება ისწავლე შენ ამდენ ლაპარაკს ჯობს მგონი... მეორედ იმედია ისეთი ზსეცდომა აღარ მოგივა რაც ალაშკერტთან გასვლაზე გააკეთე ტრიბუნის მიმართ..ხვდენი ალბათ რასაც ვგულისხმობ..დარწმუნებული ვარ წაიკითხავ და გაითვალისწინებ თორე მერე სხვანაირად მოგვოწევს დალაპრაკება და საკაპიტნესაც დაემშვიდოვები ალბათ ))
FC DT
25 ივლისი 2016 23:56
0
წარმატებები . ხვა უმნიშვნელოვანესი დღეა არა ამრტო დინამოსთვის არამედ საერთოდ ქართული ფეხბურთისთვის !!!!! მთელი საქართველოსთვის ითამაშეთ ბიჭებო !!!!
ggagg
25 ივლისი 2016 22:22
0
დარეკილია უეჭველი გასულია დინამო :)
Dinamo
25 ივლისი 2016 18:33
0
ძმებო, შვილებო, და ქართველნო დინამოელნო , ქუთაისიდან მოგმართავთ და გაფიცებთ საფიცარს რომ თავი დადეთ და გაახარეთ ჩვენი სამშობლო, დაე თქვენი გამარჯვება ყოფილიყოს მთლიანი საქართველოს გამარჯვებისა ყველა დარგში, სპორტში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში, კულტურაში, და სანთელს ავანთებთ თქვენი გამარჯვებისატვის. ღმერთი იყოს თქვენს გვერით და მთლიანი საქართველოსთვის, ამინ.
ქართლოსი ქუთაისიდან
25 ივლისი 2016 18:12
0
მხოლოდ წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ ბიჭებო! მჯერა თქვენი და როგორც გუნდის კაპიტანი და გამოცდილი ფეხბურთელი დარწმუნებული ვარ ღირსეულად გაუძღვები დინამოს.
ლუკა
25 ივლისი 2016 17:50
0
შენ სიზმარში ხოპ არ ნახე დზმა შემდგომ ეტებზე რო გავიდე ზხაპრების გჯერათ ხალხო დინამოს წაგება გარდაუალია წარმატებებს უსურვებ დინამო ზაგრებს შემდგომ ეტაბზე დინამო ზაგრებია წელს ჩეპიონატს მოგებს ტორბეტო დინამო ბაძი გუდი ქუთაისის ტორბეტოს გაუმარჯოს გაუმარჯოს ესენი თამაშობენ ჩეპიონთან ლიგაზე და ტორბეტო არა მალე მოძლიერდება ტორბეტო
giorgis
25 ივლისი 2016 17:37
0
ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება თამაში და ძალიან ძალიან მაგრად მჯერავს რო შემდეგ ეტაპზე დინამო გავა! აბა თქვენ იცით ბიჭებო.
გიორგი
25 ივლისი 2016 16:57
0
ღმერთი თქვენსკენ!
svani
25 ივლისი 2016 16:56
0
წარმატებები ბიჭებო და ეხლა მაინც გამახარეთ რამდენი ხანია ველი დინამოს ჯგუფურზე ეხლა მაინც გამახარეთ!
svani
25 ივლისი 2016 16:55
0
მიდით ბიჭებო , თქვენი იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა. ამოაყირავეთ ორიანი, იმხელა ფსონი დაგიდეს თითქოს მილანს ეთამაშებოდეთ. ვანახოთ ერთად რისი მაქნისებიც ვართ. წარმატებები!!
ტუკო
25 ივლისი 2016 16:49
0

სიახლეები პოპულარული