დღეს, 26 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა. თბილისის "დინამო" სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა - 0:2.
პირველ ტაიმში უპირატესობას თბილისელები ფლობდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს 3 წუთში დაშვებული ორი შეცდომის ხარჯზე ხორვატებისგან ორი გოლი მივიღეთ - 39-ე წუთზე "დინამოს" კარი ჰილალ სოუდანმა აიღო, შემდეგ კი 42-ეზე თავისი გოლი ანტე ჩორიჩმაც გაიტანა.
მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რის შემდეგაც უკვე მე-60 წუთიდან უპირატესობა ხელთ თბილისის "დინამომ" იგდო და რამდენიმე მომენტიც შექმნა, რომელთა რეალიზებაც, ქართველმა ფეხბურთელებმა,
გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე", 2 აგვისტოს 21:00 საათზე გაიმართება.