ზლატკო კრანჩარი: თბილისის "დინამო" კარგი გუნდია, ჩვენ - უკეთესი!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, ზაგრების "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ზაგრების "დინამომ" შინ თბილისის "დინამოს" ორბურთიანი სხვაობით სძლია.

- თბილისის "დინამო" ზაგრებში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა

"იმაზე რთული შეხვედრა გამოდგა, ვიდრე წარმოვიდგენდი. თუმცა შედეგი კარგია, ბოლო-ბოლო, მოგებას ვიმსახურებდით.

არ იყო ადვილი, მაგრამ მთელ მატჩს ვაკონტროლებდით. ერთია, რომ პირველი 15 წუთი არ ვიყავით სათანადო დონეზე, შემდეგ კი გონს მოვეგეთ და უკეთესი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ.

თბილისის
"დინამო" კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ - უკეთესი. მეორე მატჩში სიფრთხილე გვმართებს", - განაცხადა კრანჩარმა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ყველანი სტადიონზე გავავსოთ დინამო არენა..დაკარგული არაფერია..
პაატა
27 ივლისი 2016 17:45
0
დინამოს მხარდაჭერა სჭირდება! აბ ვანახოთ თბილისის და საქართველოს ძალა!! 40 000 სტადიონზე!! ჰერიო ბიჭებო!!

პ.ს. ფიფიას არააა!!!!
DINAMO TB!
27 ივლისი 2016 15:18
0
ერთხელ ხომ ვაჩვენეთ ხორვატებს რა არის სავსე ტრიბუნა ჩაუტაროთ მეორე გაკვეთილი იქნებ გამოგვივიდეს კიდეც
Mamuka
27 ივლისი 2016 15:17
0
მივიდეთ სტადიონზე , გვავსოთ დინამო არენა და მაგრად ვუქომაგოთ ჩვენს ბიჭებს !
beqnu
27 ივლისი 2016 13:22
0
ძმებო ქართველნო მოდი ვაჩვენოთ ამ ხორვატებს რა შეგვიძლია ჩვენ ერთად დგომით.დავუდგეთ ქართულ დინამოს გვერდით და „40„ კი არა 50 ათასი მივიდეთ სტადიონზე და გვწამ რომ ქართველნიმ დავამარცხებთ ხორვატებს. ქუთაისლებს დედაქალაქის და დინამოს სიყვარულში მოდი შეგვეჯიბრეთ, ღმერთი იყოს ჩვენს გვერდში და ჩვენ კი მის რწმენით ვცოცხლობდეთ. ამინ.
მამლუქი ქუთაისელი
27 ივლისი 2016 13:03
0
ერთხელ მაინც დავანახოთ ბიჭებს რო ისინი მარტო თავისთვის არ აგორებენ ბურთს, რო მათ უკან უამრავი გულშემატკივარია,რომლებიც მაგრად განიცდიან და მათთან არიან. აი ეს უნდა ვაგრძნობინოთ ჩვენ ფეხბურთელებს. მათ არ იციან სავსე ტრიბუნების რიდი, რისთვისაც უნდა დაიხარჯონ მოედანზე. მივიდეთ და დავუდგეთ ქართულ ფეხბურთს.
kaxa
27 ივლისი 2016 11:49
0
დაანებეთ ბიჭების გაკიცხვას თავი, თუ ასეთი მაგრები და გულდათუთქულები ხართ შემოუძახეთ ჩაჰკიდეთ ხელები ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს, და მოდით დინამოზე 2-ში. ერთად გამოვხატოთ იქ ყველაფერი ჩვენს დინამოსთან მხარდაჭერით და თანადგომით. აი ასეეე.
kaxa
27 ივლისი 2016 11:40
0
გელაშვილი არ ათამაშოთ გთხოოვთ, ან თუ ათამაშებთ ბუცები უკუღმა ჩააცვით იქნებ კარისკენ წავიდეს ბურთი. წავიდეთ და მოვაწყოთ ჯოჯოხეთი.
g.g
27 ივლისი 2016 10:18
0
კურიე უვარგისიი, გელაშვილი ბატი,დაცვაში მხოლოდ რენე ვარგისიანი, შუა ხაზი არეული ხან აფრენს და ხან იჭერს.
დვალიშვილი სუპერ. პაპუნაშვილ-პარუნაშვილები არც ხორცი და არც თევზი, ჯარიმის და კუთხურის დამრტყმელი კაცი არა ჰყავთ საერთოდ. სატრანსფერო ფასებით ზაგრები 9 ჯერ ძვირია..
Jango
27 ივლისი 2016 09:52
0
გავავსოთ დინამო არენა და მოუწყოთ ჯოჯოხეთი...
აქ ჩვენი ბიჭები უკეთესად ითამაშებენ...
გვახსოდეს მთავარია რწმება.
ორი ბურთი ამ გუნდთან მართლა არაფერია...
ioseb
27 ივლისი 2016 07:49
0

სიახლეები პოპულარული