"ქართულ კლუბებს ბრაზილიის ნაკრების დონის ფეხბურთელებს ვთავაზობ!"

AutoSharing Option
ნიკო პატარქალიშვილი ქართულ კლუბებს მაღალი დონის ბრაზილიელ ლეგიონერებს სთავაზობს.

"ლელო" მას, ვინც თავის დროზე საქართველოში დიეგო მარადონა ჩამოიყვანა, "პელეს თასზეც" ელაპარაკა, რომლის ორგანიზებასაც აპირებს:

- ბრაზილიიდან მაქვს წინადადება. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვარ, ბრაზილიის ნაკრების დონის ფეხბურთელები ჩამოვიყვანო საქართველოში. მე ამას ჰაერზე არ ვამბობ - კავშირი მაქვს იქაური ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტთან.

შემთხვევით არ მიხსენებია "ნაკრების დონე". დღეს შეიძლება ისინი ვერ ხვდებოდნენ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ ეს უკვე მწვრთნელის პრეროგატივაა.

ქართული კლუბებისთვის ასეთი ფეხბურთელების დამატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნდა
იყოს. ეს აუცილებლად მოიყვანს გულშემატკივარს სტადიონზე და როცა პოტენციური სპონსორი ნახავს, რომ ხალხი დადის სტადიონზე, მაშინ ის ფეხბურთში ფულს ჩადებს. დამეთანხმებით, ქომაგი სტადიონზე მიჰყავს კარგ ფეხბურთელს, სანახაობას...

- რომელ კლუბებს წარმოადგენენ ის ფეხბურთელები, რომელთაც ქართულ კლუბებს სთავაზობთ?
- საუბარია წამყვანი ბრაზილიური გუნდების - "გრემიოს", "ინტერნასიონალის", "სანტოსისა" და სხვა ცნობილი გუნდების ფეხბურთელებზე.

- როგორ ფიქრობთ, რა ფორმით უნდა ჩამოვიდნენ ბრაზილიელი ფეხბურთელები საქართველოში?
- ამ გუნდს ექნება ნაკრების ფორმა და ის ითამაშებს მატჩებს სხვადასხვა ქართულ კლუბთან.

შესაძლოა, ნაკრებთანაც ითამაშოს. ფეხბურთის ფედერაცია უკვე საქმის კურსშია ამის თაობაზე. სასურველია, თამაშები ჩატარდეს იქ, სადაც ინფრასტრუქტურულად ყველაფერი გამართულია სტადიონების კუთხით - თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონში...

სხვათა შორის, ამ ტურნირს და ბრაზილიელ ფეხბურთელებს შეუძლიათ, საქართველოს ნაკრებს სარგებლობა მოუტანონ. თუ ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეარჩევს რომელიმე ფეხბურთელს, ან ფეხბურთელებს, თავისი გუნდისთვის, უპრობლემოდ მოხდება ნატურალიზება.

ეს რეალურია, რადგან მე საუბარი მაქვს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებზე. არის მეორე ვარიანტიც: ჩამოვიყვანოთ საქართველოში ბრაზილიის 21-წლამდელთა ნაკრები და ამ გუნდის ფეხბურთელებს მივცეთ ქართულ კლუბებში თავის დამკვიდრების შანსი.

- როდის უნდა მოეწყოს ეს ღონისძიება?
- რაც შეიძლება მალე, სანამ ქართული კლუბები საბოლოოდ დააკომპლექტებენ შემადგენლობას. ეს არ იქნება მხოლოდ საფეხბურთო მატჩი. ფეხბურთის მეფე პელე დაესწრება ამ ღონისძიებას და ეს იქნება ერთგვარი პრეზენტაცია, მოსამზადებელი ეტაპი "პელეს თასისთვის".

აქვე, ვგეგმავთ ყველასთვის ცნობილი ფოტოს მაკეტის პრეზენტაციას, რომელზეც პელე და ქართველი ფეხბურთელები არიან გამოსახულნი.

- გამოდის, რომ ფეხბურთის მეფე ორჯერ ჩამოვა საქართველოში?
- დიახ, პელე მზადაა, ორჯერ ჩამოვიდეს საქართველოში. ყოველდღიური კავშირი გვაქვს მის წარმომადგენლობასთან. ფეხბურთის მეფე ადასტურებს მზადყოფნას.

- როგორც ვიცით, "პელეს თასი" ივლისში უნდა ჩატარებულიყო...
- დიახ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჩვენ სამხრეთამერიკულ მხარესთან ვერ გამოვედით მთლად პირნათელნი. აქამდე რა წერილებსაც ვაგზავნიდი, ბევრი უკან ბრუნდებოდა, რადგან თან არ ახლდა ფედერაციის წერილი და ახლა ეს წერილი უკვე არის სფფ-სგან.

მინდა, რომ ორივე ეს ღონისძიება ჩატარდეს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით. შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა უკვე გაგზავნილია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 36 /
ეს კაცი დაბოლილია?
ზურა
30 ივლისი 2016 14:50
0
მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იფიქრეთ და სახელმწიფო ბიუჯეტს თავი დაანებეთ!
გუჯა კახაძე
30 ივლისი 2016 14:30
0
რაღა დროს ეს აფერისტი პატარქალიშვილია, ვიცნობთ უკვე რაც არის. შეგვეშვას.
Baxt
30 ივლისი 2016 14:27
0
ეს ტიპი სერიოზული ავლაბრელი აფერიისტია მარა ხანდახან ართყავს რაგაცეებს მარა ვრედნი აფერისტი არაა იტოგში სადაც გაცდის იმატ აბოლებს რა
NIKOI
30 ივლისი 2016 14:13
0
კანფეტკუ ხოჩეშ? ნეტუ. რას მიედმოედები თავი დაგვანებე შენღა გვაკლდი ახლა.
შვეტე იასონ
30 ივლისი 2016 14:09
0
ამ კაცს რა უნდა რა შეგვჭამა? რა ბრაზილიელები? ვის აბოლებს? რა ბრაზილიის ნაკრების კანდიდატები ? ტაციაობა ბობოლა კლუბებისგან, ამ ნიჩერ და ამომავალ ვარსკვლავებზე და აქ უნდა ჩამოიყვანოს?? მინდორი არ გვაქ, ტრიბუნა, და განათება, ჩვენი ჩენპიონატიდან თავგუდმოგლეჯილები გარბიან, ოგონდ ევროპის ქვეყანა იყოს, ლიგას და გუნდს არაა აქ მნიშვნელობა და ამას აქეთ ჩამოყავს?? ნიჩიერების და ტალანტების მეტი რა არი ჩვენთან, რაც გვაკლია ინფრასტრუქტურა და განსწავლული მწვრთნელები!!! და არა გვჩირდება ვიგაც მაძიებლები ბრაზილიიდამ და ტანზანიიდან, ვიგაც აფიორა ,შარლატანია , გვაბოლებს, თავის ჩკუით.// თუ რამე იდეები გაწუხებს გააკეთე შენი ფულით, ამ ბიუჯეტს შეეშვით...!
Vaso
30 ივლისი 2016 13:51
0
აი კიდევ ერთი ბიუჯეტის ჭამია.ღმერთო უშველე საქართველოსა ამათ ხელში.
mamulo
30 ივლისი 2016 13:36
0
ამ კაცმა ხო ......
არ მევასება ესეთი ვითომ საქმოსნები
მიდი რა ბოსტანი გააკეთე
acm
30 ივლისი 2016 13:30
0
როდის მოაშორებენ ამ აფერისტს? როდემდე უნდა აბოლოს ხალხი?
chako
30 ივლისი 2016 13:05
0
ასტაპ ბენდერ ) ბარემ ჭადრაკის სეანსიც დაგეგმოს და ვასიუკის აშენებას დაგვპირდეს )) არ შეიძლება ამ ტიპთან საქმის დაჭერა
Vakho
30 ივლისი 2016 12:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული