ქართველი კომენტატორი გელაშვილზე - გაცუდებული მომენტების სპეციალისტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამოს" ფორვარდს, ნიკოლოზ გელაშვილს აცილებული ბურთის გამო ქართველმა კომენტატორმა გაცუდებული მომენტების სპეციალისტი უწოდა.

ზაგრების "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩში ქართველებს ყველაზე რეალური საგოლე მომენტი 54-ე წუთზე ჰქონდათ. მასპინძელთა კართან ლადო დვალიშვილის გამო ჯარიმა დაინიშნა, რომელიც ვახტანგ ჭანტურიშვილმა სწრაფად გაითამაშა და პასი საჯარიმოში მყოფ ნიკოლოზ გელაშვილს მისცა, რომელმაც ახლო მანძილიდან ბურთი კარს საკმაოდ დიდი მანძილით ააცილა.

გელაშვილის ამ აცილებას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" კომენტატორის შეფასება მოჰყვა.

- დინამო (ზ) - დინამო (თბ) 2:0 - სამწუთიანი კოშმარის საფასური [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 46 /
Gelashvils ra una pexburtshi, daakavo unda toxi da davai yanis ken.
zuka
28 ივლისი 2016 16:16
0
Gelashvili ki ara mteli gundi bandaa, arc iqnebian arazdros arapeli, luboi chmori gundi mougebs amat.
zuka
28 ივლისი 2016 15:56
0
რაც არის ის თქვა ვეთანხმები კომენტატორს უფრო კრიტიკულიც უნდა ყოფილიყო...
vetanxmebi komentators
28 ივლისი 2016 14:19
0
ჩვენი კომენტატორების "რეპორტაჟები", რომ ვერაფერი სასიამოვნო მოსასმენია-ფაქტია (განსაკუთრებით ერთად, რომ აყაყანდებიან ორივე)! თვითონ, ეროსის და კოტესდროინდელს-ძველმოდურს, რომ ეძახიან და სლენგით საუბარი სწორად მიაჩნიათ (მაგ:"მაგარი ბურთი გამოაძრო" და ა.შ.), ეს ნამდვილად ვიცი! თუმცა ამ შემთხვევაში ვერ გავამტყუნებ, რადგან ადამიანია, ისიც გულშემატკივარია და ასეთ დროს ფეხბურთელი, რომ ვერ ივარგებს, ცოტა ძნელია თავშეკავება! თანაც ეს კომენტატორი, მონაცემებით (მეტყველება, ტემბრი, დიქცია, სპორტული ინტელექტიც) ყველას სჯობია (შვიდნი თუ რვანი არიან და არცერთი არ უქნია ღმერთს)! თუ სწორად მიუდგება თავის პროფესიას, ენას გაასწორებს, მომავალში ივარგებს კომენტატორად! ამიტომ ვაპატიოთ, ეს ემოციური შეცდომა, ჩვენც და გელაშვილმაც, თუმცა გელაშვილსაც მართებს მონდომება, რომ არ დააღალატოს გულშემატკივარი! (ნუ დაბლოკავთ).
ჯიჯი
28 ივლისი 2016 14:07
0
odala-ს ემოციური დამოკიდებულება შენი გუნდებისთვის და მიკერძოება ცოტა ზედმეტადაც შეიძლება, როგორც ეს კომენტატორები აკეთებენ, კიდევ ერთხელ მივესალმები ამ კომენტატორებს)))
svani
28 ივლისი 2016 13:07
0
დაიბნა, არ ელოდა თუ ასეთ იდიალურ პასს მიიღებდა. არ ელოდებოდა რა პასს. მარშუტკას ელოდებოდა ...
saxelii
28 ივლისი 2016 13:01
0
და ყიფიანის, მესხის, მეტრეველის, შენგელიას, გუცაევის, არველაძის, ქინქლაზის ... ქვეყანაში არაა სირცხვილი ასეთი "ფორვარდი"? დიდი შანსია, რომ ეს მომენტი აღმოჩნდეს გადამწყვეტი ორი მატჩის ჯამში
ნუგო
28 ივლისი 2016 12:15
0
თვითონ რისი სპეციალისტია ეს "კომენტატორი"? დაყენებული ხმით და დაზეპირებული ფრაზებით? ევროპის ჩემპიონატის ყურება ლამის შემაწყვეტინა, ამას რომ ვუსმენ, თავი ბაზარში მგონია. მოაშორეთ საერთოდ ეთერს!

პ.ს. გელაშვილი რა მაზილაცაა, ბაქოშიც კი იციან, უბრალოდ სირცხვილია ეროსის და მახარაძის ქვეყანაში ასეთი კომენტატორი...
Kote
28 ივლისი 2016 11:45
0
სხვები ხომ არიან, რაა!
Z.LO
28 ივლისი 2016 11:40
0
ამხელა გუნდები რეალი და ბარსელონა მართალია იბრძვიან ლიგისთვის ყოველწელს მაგრამ იმათთვის ეროვნული ჩემპიონატი არა ნაკლებ მნიშვნელოვანია სხვანაირად ვერ გერქმევა სრულფასოვანი ჩემპიონი..მივხედოთ ეროვნულ ჩემპიონატს!!!
Givi
28 ივლისი 2016 10:57
0

სიახლეები პოპულარული