დინამო-ზაგრების მატჩის ბილეთების გაყიდვა 30 ივლისიდან დაიწყება

AutoSharing Option
2 აგვისტოს, 21.00 საათზე "დინამო არენაზე" უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩი გაიმართება.

თბილისის "დინამო" ზაგრების "დინამოს" უმასპინძლებს. შეხვედრის ბილეთები "დინამო არენის" სალაროებში შაბათიდან სამშაბათის ჩათვლით გაიყიდება. სალაროები 11.00 საათიდან 19.00 საათამდე, სამშაბათს კი მატჩის დაწყებამდე იმუშავებს.

ბილეთის ფასი: 5 და 10 ლარი
სქაი ბოქსის ბილეთები: 25 ლარი

გულშემატკივარს ბილეთის ელექტროვერსიის ყიდვა ვებგვერდ biletebi.ge-ც შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ზაგრებში მაპსინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
მეც მაგას ვამბობ მათი თამაშის მიხედვით 2 3 ზე მეტი ვერა, კარგი რომ იყოს თამაში 20 ლარსაც, გადავიხდიდი,
RW
29 ივლისი 2016 13:59
0
5 ლარი არ მიჭირს. ვიყიდე biletebi.ge-დან 20 ბილეთი და დაურუგებ იმათ ვისაც დინამო და ზოგადად ქართული ფეხბურთი უყვარს, მაგრამ ფული არ აქვთ. ყველამ რომ ასე გააკეთოს სტადიონს 75%-ით გავავსებთ. ისე ვერააა
goga
29 ივლისი 2016 09:59
0
წინა თამაშის მიხედვით 5 ლარიან თამაშზე მეტს არ ველი, მაგაზე მეტის გადახდა უკვე ზარალია (უფრო სწორად არ ეკუთვნით!) ითამაშეთ და მოვალ და 50 ლარსაც გადავიხდი. ითამაშეთ !!!
დავით 13
29 ივლისი 2016 09:39
0
არ ერჩივნათ სტადიონზე ანშლაგი ყოფილიყო ახლა ნაკლები ხალხი იქნება.
rw
29 ივლისი 2016 09:28
0
საღოლ დათო, ნაღდი გულშემატკივარი ხარ:)
murtalo
29 ივლისი 2016 03:10
0
რა იყო 5-10 რა ამბავია? არ გინდათ ხალხის მოსვლა
? 3 ლარად წამოვიდოდი 5 ლარად არა.
დათო
28 ივლისი 2016 18:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული