მატჩის შემდგომ გუნდის სპორტულმა დირექტორმა მარიან ვლაკმა თამაშის ხარისხი დაიწუნა და გუნდში არსებულ პრობლემებს გაუსვა ხაზი.
- "სლავენის წინააღმდეგ ასეთი ცუდი თამაში, ცხადია, საგანგაშოა. მართალია, თბილისის "დინამოსთან" ორბურთიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ასეთი თამაშით საქართველოში ძალიან გაგვიჭირდება. გონს დროზე უნდა მოვეგოთ, ერთმანეთს ვუბიძგოთ, გამოვფხიზლდეთ და ჩვენი თამაში დავიწყოთ.
- რაში მდგომარეობს გუნდის მთავარი პრობლემა?
- არ მსურს
დღეს არ ვართ ძლიერი გუნდი და ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა! ჩვენს რეალურ დონესთან ახლოსაც კი არ ვიმყოფებით. ამ ფებხურთელებს მეტი შეუძლიათ.
- მოდით, თბილისის "დინამოს" დავუბრუნდეთ. პირველი მატჩის შემდეგ, თქვენ და მთავარმა მწვრთნელმა განაცხადეთ, რომ ქართველებით გაკვირვებულნი დარჩით. რით გაგაოცეს?
- იმაზე ბევრად შემტევი ფეხბურთი ითამაშეს, ვიდრე წარმოგვედგინა. მათ გიორგი ქვილითაია არ ჰყავდათ, რომელიც დასკვნით ფაზაში დააკლდათ. წინა სეზონში მან 24 გოლი გაიტანა, მაგრამ ეტყობა, მათმა მწვრთნელმა იფიქრა, რომ აქ ის კი არა, სხვა რამ იყო საჭირო და მის ნაცვლად დამატებით კიდევ ერთი ნახევარმცველი დააყენა. პირველ 30 წუთში მართლაც კარგად გამოიყურებოდნენ, მერე კი უპირატესობა ჩვენ მხარეს გადმოვიდა.
დარწმუნებული ვარ, თბილისში ქვილითაიას დააყენებს მწვრთნელი ძირითადში და მასთან ერთად მეტოქე უფრო სახიფათო გახდება. მათ აქცენტი ამჯერად საჰაერო ორთაბრძოლებზე ექნებათ, ეს კი სახიფათოა.
- და რა შეგვიძლია დავუპირისიროთ ჩვენ?
- ბევრად უკეთესები უნდა ვიყოთ! პირველ მატჩში "დინამოსთან" ბევრი დადებითი რამ გამოჩნდა. მაგალითად ის, რომ კონტრშეტევაზე 4-5 ფეხბურთელით სწრაფად გადადიოდა, მაგრამ დასკვნით ფაზაში გვიჭირდა. ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.
- პირველ მატჩში აგრესიულობის ნაკლელობაც ეტყობოდა გუნდს...
- კი, მართალი ხართ. ამას თბილისში აუცილებლად გამოვასწორებთ. 2:0 უპირატესობით ჩავდივართ და სიფრთხილე გვმართებს - არსად გვეჩქარება. საჩქარო მათ აქვთ და ცხადია, შეგვიტევენ, ზონებიც გაიხსნება, რითაც უნდა ვისარგებლოთ და გოლი გავიტანოთ. თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ".