პლეი ოფში ისევ ნორვეგიულ "ნორდენთან" გიორგი თიგიშვილმა ორი ლამაზი პასით ბადრი სამსონიას გაატანინა, მესამე ირაკლი ზარიძის პასით მირიან ელიაშვილმა შეაგდო - 3:0.
მერვედფინალში კი უკვე ნორვეგიულმა "ვინემ" იძალა - თიგიშვილის ლამაზი გოლი ქართველებს ოდენ საპრესტიჟოდ ეყოთ - 1:2.
"საბურთალოს" მეორე გუნდის (რომელსაც გიორგი გეგუჩაძე წვრთნის) წინა ორი
აქ მძიმე ტრავმა მიიღო გურამ კაშიამ, რამაც დამთრგუნველად იმოქმედა გუნდზე და მერვედფინალში ასევე ნორვეგიულ "ჰინასთან" 0:4 წააგეს და გათამაშებას გამოეთიშნენ.
სამაგიეროდ, წარმატებით ითამაშა დანიაში "საბურთალო 1"-მა და 200 გუნდში ბრინჯაოს თასი და მედლები დაისაკუთრა!
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვოვა მუსერიძის გაწვრთნილებმა ჯგუფში სამივე თამაში მოიგეს ნორვეგიულ გუნდებთან: "ტროტთან" 10:0, "ფალკეიდთან" 9:0 და "ჰანკამთან" 4:0 და ბურთების რეკორდული შეფარდებით, 23-0 ჯგუფში პირველ ადგილი დაიკავეს.
შემდეგ კი 1/32-ფინალში 5:0 მოუგეს ისევ ნორვეგიულ "ჰინას", მერე პენალტებით ასევე ნორვეგიულ "სკანდსმოს" - 6:5, მერვედფინალში "ჰოლმენს" გადაუარეს - 3:0 (გოშთელიანი, ხვედელიძე, უთმელიძე), მეოთხედფინალში "ასკიმს" - 2:1 (უთმელიძე, ხვისტანი) და ფინალში გასასვლელ, რიგით მერვე მატჩში იორდანიის ნაკრებთან პენალტიდან გაშვებული გოლით დამარცხდნენ - 0:1.
რვა მატჩში ბიჭებმა 34 გოლი გაიტანეს და მცირედი დააკლდათ ფინალამდე.
აღსანიშნავია, რომ ქართულ გუნდებს გულშემატკივრობდნენ დანიაში მცხოვრები ქართველი ბავშვები.
კოტე რუხაძე დანიიდან