შვედეთში "გოტია ქაფზე" ჩვენებმა მედლები ვერ მოიპოვეს, სამწუხაროდ სამივე გუნდი მერვედფინალში დამარცხდა:
საბურთალო 1-ლუნ ფუტბალი (ნორვეგია) 1:1 (პენ. 4:5) გოლი: გურამ ხვედელიძე
საბურთალო 2-ჰაკე (შვედეთი) 0:2
"საქართველოს უნივერისტეტმა" კი ჯერ ამერიკულ "სან-დიეგოს" 2:0 სძლია (ბადრი სამსონია და ვასილ ტყავაძე), შემდეგ კი ტრავმებით დასუსტებულმა (ამერიკელებმა 6 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მიიღეს და ტრავმირებულ გიორგი თიგიშვილს ირაკლი ზარიძეს ტრავმაც დაემატა), ვერც პატარა გეტებორგელი ქართველების ქომაგობამ უშველა და შცედურ "ბრომაპოიკარნასთან" დამარცხდა.
ორ
ეს ტურნირი 33 წელია ტარდება პატარა ქალაქ ჰიორინგში, რომელიც საქართველოს მასშტაბით ჩვენს მცხეთას თუ შეედრება, არადა ამ ქალაქში 80 დიდი საფეხბურთო მოედანია, 50 ქვეყნიდან ჩამოდის 1050 გუნდი და საერთო ჯამში ზუსტად იმდენი ფეხბურთელი ჩამოდის, რამდენი მცხოვრებიცაა ჰიორინგში- 25 000!
ქართველებმა აქაც კარგად დაიწყეს - "საქართველოს უნივერსიტეტმა" ნორვეგიული "გლასვერლეტი" დაამარცხა 2:0, საბა ლომიძის საგოლე პასები ბადრი სამსონიამ და მათე სიხარულიძემ გამოიყენეს, მეორე მატჩში კი ასევე ნორვეგიულ "დალე ირთან" ლევან მესხის აქტიურობის მიუხედავად 0:0 დასჯერდნენ.
"საბურთალომ" სულ ნორვეგიული გუნდები დაიბრიყვა: პირველმა გუნდმა ჯერ "ჰანკამს" გადაურბინა 4:0 (თაზო სახვაძე-2, დათო ხარაზიშვილი, გუკა ხვედელიძე), მერე კი - "კონგსვიგერს" 3:0 (თაზო სახვაძე-2, სანდრო გამრეკელაშვილი), მეორე "საბურთალომ" კი - დავით კაპანაძის შორეული დარტყმით 1-0 "ნიმარკი" დაამარცხა!
აღსანიშნავია, რომ, შვედეთსა და დანიაში დაბადებული პატარა ქართველები შინ დამზადებული დროშებით ქომაგობდნენ მათი სამშობლოდან ჩამოსულ ფეხბურთელებს.
ლალი დვალი სპეციალურად საიტისთვის