შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპის სასასუხო მატჩს ზაგრების "დინამო" "დინამო არენაზე" ხვალ თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.
"კარგი თამაშის ჩვენებას ვგეგმავთ. 2:0 გვაქვს მოგებული, მაგრამ მატჩს 0:0-დან დავიწყებთ. მეტოქე კარგი გუნდია, ველოდებით რთულ მატჩს, გულშემატკივარი საკმაო რაოდენობით მოვა, მაგრამ ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა.
თბილისურმა გუნდმა პირველ მატჩში საკმაოდ კარგად
ხორვატიის ჩემპიონატის ბოლო ტურში მოგება გვინდოდა, მაგრამ ცვლილებებიც გვქონდა, რამაც ცუდი თამაში გამოიწვია. რამდენიმე ფეხბურთელი ხვალინდელი მატჩისთვის დავასვენეთ, რადგან ხვალ "დინამოსთან" მთავარი მიზანი გამარჯვებაა", - განაცხადა კრანჩარმა.
პრესკონფერენციას ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელი იოსიპ პივარიჩიც დაესწრო, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
"პატივს ვცემთ ჩვენს მეტოქეს. მათ დაგვანახეს პირველ შეხვედრაში თავიანთი ძალა. რთული მატჩი გველის, მაგრამ უპირატესობა გვაქვს. ყველაფერს ვიზამთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად", - განაცხადა ფეხბურთელმა.