დინამო-ზაგრები: თამაშამდე 1 დღით ადრე 8 000-მდე ბილეთია გაყიდული

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ზაგრების "დინამოს" შორის ხვალ გასამართი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასასწრები გაყიდული ბილეთების რაოდენობა ამ წუთისთვის დაახლოებით 8 000-ს შეადგენს.

აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს თბილისური კლუბის პრესსამსახურმა აცნობა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი ქართულ და ხორვატულ გუნდებს შორის "დინამო არენაზე" ხვალ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარს შეადგენს. "დინამო არენას" სალაროებში ბილეთები ხვალ დილის 11:00 საათიდან მთელი დღის მანძილზე გაიყიდება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ასეა ადამიანებს რომ სულში ჩააფურთხებ და გადაგიდგებიან მერე ძალიან ძნელია ნდობის ხელახლა მოპოვება. ამდენი წლის დაცინვას გულშემატკივარი არც "დინამოს"პატიობს და არც ეროვნულ ნაკრებს და ვერანაირი აგიტაცია პროპაგანდა და "ნამუსზე აგდება"ვერ გიშველით. სანამ ფეხბურთის თამაშს არ დაიწყებთ, გულშემატკივარი სტადიონზე არ დაბრუნდება. სამარცხვინოა როცა თბილისში ხალხი "ზაბორებზე"ძვრებოდა რიგით ტურებში დღეს სახვეწარი გახდა ფეხბურთზე გულშემატკივრის მისვლა.
........
22:02 01-08-2016
0
ხვალ რაიონიდან ვაპირებ ჩამოსვლას და იმედია ბილეტი დამხვდება
beqa
22:14 01-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული