სუპერ... ევროპა!!! - ივო შუშაკი თბილისის "დინამოს" აკადემიაზე

AutoSharing Option
საქართველოს და ხორვატიის ჩემპიონების მატჩზე დასასწრებად, სხვა სტუმრებთან ერთად, თბილისში იმყოფება "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი, ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ივო შუშაკი.

ის ამჟამად "დინამო ზაგრების" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელია. ხორვატმა სპეციალისტმა პირველ აგვისტოს თბილისის "დინამოს" აკადემია მოინახულა და აღფრთოვანება ვერ დამალა ნანახით.

- სუპერ... ევროპა!!! -  ასეთი შეძახილით გამოხატა ივო შუშაკმა თავისი ემოცია.

- "დინამოს" აკადემია სრულად აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს. მსგავსი ინფრასტრუქტურის ბავშვთა საფეხბურთო ცენტრებს არათუ ხორვატიაში, მერწმუნეთ, ბევრი წამყვანი საფეხბურთო ქვეყნის კლუბები ინატრებდნენ.

ძალიან კარგია, რომ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან
ფიფია ასეთ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდების აღზრდას. ეს მომავალი წარმატებების საწინდარია, რაც მე უსაზღვროდ გამახარებს, ჩემი გულის ნაწილი ხომ სამუდამოდ თბილისის "დინამოში" დავტოვე - აღნიშნა ივო შუშაკმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამოს აკადემია მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაშია თუ არა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მაინც მაგრამ საქმე ისაა რომ ესაა ზღვაში წვეთი და ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ჩვენ თუ გვინდა საშუალოევროპულ დონემდე მისვლა (სლოვაკეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვენია და სხვა) ასეთი აკადემიები ყველა რეგიონს უნდა ჰქონდეს. ნანახი მაქვს კიევის დინამოს აკადემია და მხოლდ მასშტაბით თუ ჩამოუვარდება ჩვენი დინამოს აკადემია მაგრამ საქმე ისაა რომ უკრაინაში ასეთი ბევრია ჩვენთან კი ერთადერთი.
გივია
17:44 02-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული