კომაზეცს სერბეთის, სლოვენიის, ბოსნიის, ტაილანდისა და ნორვეგიის ჩემპიონატებში უთამაშია და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მუდამ ამბობდა, რომ ძალიან მოსწონდა ბათუმი, აქაური ხალხი... მაგრამ არც ამას მალავდა - ვერ წარმოვიდგენდი, საქართველოში ასეთი მძიმე მდგომარეობა თუ იქნებოდაო...
საბოლოოდ, ბათუმელთა სურვილის მიუხედავად, კომაზეცმა მაისში "დინამო" დატოვა, ახლახან კი სოციალურ
"ახალ სეზონში ჩემი ახალი კლუბი "სოუთ ჩინა" იქნება, რომელიც ჰონკონგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია".
"სოუთ ჩინა" (სამხრეთი ჩინეთი) ქვეყნის ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და ქვეყნის 41-გზის ჩემპიონია. საინტერესოა, რომ ამ კლუბში სერბეთისა და ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებს, მატიას კეჟმანსა და ნიკი ბატს უთამაშიათ.
ცხადია, კომაზეცის ეს ნაბიჯი კლუბის საშინაო ტიტულებს არ განუსაზღვრია - იქ მას ბევრად მეტი ხელფასი ექნება, ვიდრე საქართველოში - 12 ათასი დოლარი. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ჰონკონგში, ჩვენთან რომ "არასაფეხბურთო ქვეყანას" ვეძახით, საქართველოზე ბევრად უკეთესი პირობებია. ის ძალიან შორსაა ევროპული ტოპ-ლიგების დონისა და ხელფასებისგან, მაგრამ ჩვენსას ფინანსურად ბევრად აღემატება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჰონკონგში არიან მოთამაშეები, რომლებიც თვეში 100 ათას დოლარს იღებენ, ხოლო 20-25-ათასიანები ჩვეულებრივი ამბავია.
ასეა ვიეტნამში, ინდოეთში, ინდონეზიასა და მალაიზიაშიც, სადაც მაქსიმალური ხელფასი 200 ათასსაც აღწევს.
ამის შემდეგ გავიხსენოთ, რომ საქართველოში არიან კლუბები, სადაც ფეხბურთელები თვეობით ვერ იღებენ ანაზღაურებას, ხოლო ზოგან ხელფასები 200, 300 ან 500 ლარია.
ფეხბურთს კი თავისი მკაცრი მოთხოვნები აქვს - ძლიერი ლეგიონერი მიდის იქ, სადაც ბევრი ფულია, ხოლო მათ გარეშე ჩემპიონატის დონის აწევა წარმოუდგენელია.
ახლახან უკრაინული მედიის ინფორმაციამ შეცდომაში შეგვიყვანა. დავიჯერეთ, რომ "გაბალაში" კრიზისი იყო და ეს ყველაფერი ჩვენებური საზომით გადმოვიტანეთ. სინამდვილეში, ევროპალიგაზე "სამტრედიის" მძლეველი კლუბის კრიზისი ის იყო, რომ 50-ათასიანი ხელფასები ფეხბურთელებს 15 ათასამდე შეუმცირეს. ანუ ის პირობებიც კი, რაც მთელ მსოფლიოში კრიზისულად ითვლება, ჩვენთვის სანატრელია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"