ტრანსფერი არ იქნება - თბილისის "დინამო" პაოკ-თან უფორვარდოდ ითამაშებს?

AutoSharing Option
როგორც ჩანს, 18 აგვისტოს, თბილისის "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩს "დინამო არენაზე" ბერძნული პაოკ-ის წინააღმდეგ ნომინალური ფორვარდის გარეშე ჩაატარებს.

მოგეხსენებათ, "დინამო" რამდენიმე დღის წინ ორმა თავდამსხმელმა დატოვა - ჯერ ვენის "რაპიდში" გიორგი ქვილითაია წავიდა, შემდეგ კი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი ნიკოლოზ გელაშვილთან გაწყდა.

როგორც შევიტყვეთ, კლუბის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში ფორვარდით გაძლიერებას არ გეგმავს, გუნდის მესამე ფორვარდი ლადო დვალიშვილი კი ტრავმირებულია და პირველ მატჩს გამოტოვებს.

იურაი იარაბეკის გუნდში რჩება მხოლოდ ერთი ნომინალური თავდამსხმელი - 18 წლის ბექა მიქელთაძე, რომელსაც საეჭვოა,
მწვრთნელმა ნდობა გამოუცხადოს. მიქელთაძეს ევროთასებზე არცერთი წუთი უთამაშია.

დვალიშვილის გარდა, ტრავმების გამო პირველ შეხვედრას სტეფან ველევი და მატია შპიჩიჩიც გამოტოვებენ.

ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩი "დინამო არენაზე" 18 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ხალხნო გასაგებია რომ პაოკი ძლიერი გუნდია მაგრამ აქედანვე რატომ ამბობთ რომ წააგებს იქნება სასწაული მოხდეს რა იცით
giorgi
15 აგვისტო 2016 19:42
0
მართალია ფორვარდი რათუნდათ გოლები მაინც ვერ გააქვტ ზედმეტი ხარჯია.
lasha
15 აგვისტო 2016 19:42
0
ესე იგი, წინასწარ დაყარეს ფარ-ხმალი...ძირს ფიფია...
status quo
15 აგვისტო 2016 19:33
0
ბატონებო ფულეზე ნუ ფიქრობტ სახელზე იფიქრეტ,ქვეყანაზე ცოტა.ფიფიას ტავი ისე მიაქ ტიტქოს აესჰენებინოს ქარტული ფეხბურტი არადა დინამო მის ხელსჰი ყველა დრის უსუსტესი გუნდიააა.
ბაჯო
15 აგვისტო 2016 19:26
0
რა ვუყო რომ დინამო და ქართული ფეხბურთი ჩემი სისუსტეა! მივალ და ისევ ვუქომაგებ, მაგრამ ბატონ რომანს მინდა ვუთხრა, რა გახდა ერთი ნამდვილი დინამოს გაკეთება! წესიერი სელექციონერები, წესიერი ფეხბურთზე შეყვარებული ჭკვიანი ხელმძღვანელები და იქნებ რაღაც გამოვიდეს! ლევან სალუქვქაძის, ჯიშკარიანების და მიხეილ ხუციშვილის გაკეთებული საქმე სად გაგონილა!
ვალერი
15 აგვისტო 2016 18:58
0
"პაოკთან" მოგებას არავინ გთხოვთ, არ შეგიძლიათ, მაგრამ ტემპს თუ არ მოუმატებთ ისეთ სტვენას ავტეხავთ მაინც გაიძულებთ სირბილს.
გუჯა კახაძე
15 აგვისტო 2016 18:52
0
მიდით ბიჭებო ეხლა 0-3 წააგეთ პირველივე მატჩი თბილისში
bebe
15 აგვისტო 2016 17:38
0
ევრო სარბიელზე ამ გუნდით წარმატების მიღწევა შეუძლებელია! პაოკი 99% პროცენტით ფავორიტია აქაც და იქაც!დინამოს მაინც წარმატებებს ვუსურვებ! სასწაული უნდა მოხდეს ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხდეს მაგრა დაველოდოთ რა მოხდება
Gocha Juve
15 აგვისტო 2016 17:30
0
ვინც რომანა ფიფიას ბიზნესმენობა დააბრალა...კაცი ამდენ ფულს, ამდენი წლის განმავლობაში ასე უაზროდ ფლანგავდეს, არ მინახია.
ჯიჯი ალფაიძე
15 აგვისტო 2016 17:29
0
ესეიგი, ზაგრებთან წაგებული და შერცხვენილი თამაშის მერე მაინც ვაპირებდი წასვლას სტადიონზე, მეთქი ევროპალიგაზე მაინც გავალთ მეთქი. ამ ინფოს მერე, შანსი არაა. არც 5 ლარზეა და არც 10 ლარზე, თუნდაც 100 ღირდეს, ამათი ნერვები არ მაქვს. გოლს ვერ გაიტანენ და დინამოს სტადიონი ნანახი მაქვს ბევრჯერ
გგგგგგგგგგგგგ
15 აგვისტო 2016 17:11
0

სიახლეები პოპულარული