დევაძის გაჭირვების შესახებ გულშემატკივრებმა თებერვალში შეიტყვეს. მას გვერდში დაუდგა მთელი საფეხბურთო სამყარო და ანგარიშზე სოლიდური თანხაც ჩაერიცხა.
მაგრამ დონორის ძიებაში ბევრი დრო გავიდა, კლინიკაში ყოფნის თითოეული დღე კი უზარმაზარი თანხა უჯდებოდა. ბევრს ეგონა, რომ დევაძე თავს იზღვევდა, მაგრამ ეს რეალური საფრთხე აღმოჩნდა და ახლა მან არ
"სამწუხაროდ, ასეა. მკურნალობა შემიწყვიტეს და წარმოდგენა არ მაქვს, ასე რამდენ ხანს გავძლებ. ფული კიდევ არის გადასახდელი, რეაბილიტაციის დასრულებას კიდევ 25-30 ათასი დოლარი სჭირდება, მაგრამ ეს ფული საიდან უნდა მოვიტანო, არ ვიცი - ყველა რესურსი ამომეწურა.
მეუღლეც თბილისში გავუშვი და მარტო დავრჩი. ჩემი წვალების ყურებას აზრი აღარ აქვს, აჯობებს, სახლში შვილებს მიხედოს.
ახლა სტამბოლში, ქუჩაში დავრჩი და მკურნალობას ვეღარ ვაგრძელებ. 150-მდე ნაკერი მადევს, ღვიძლში ორი დრენაჟი მიდგას და ჯოხით დავდივარ. ნაკერებს და დრენაჟებს რომ ამომიღებენ, სახლში წამოვალ და რაც მოსახდენია, მოხდეს.
საფრთხე ყოველდღე და ყოველ წუთს მემუქრება, მაგრამ რა ვქნა, ღმერთის იმედად ვარ. დავიღალე, აღარ შემიძლია, დავისვენებ მაინც", - ამბობს დევაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რატომ არ მაქვს ბევრი ფულიიი
ღმერთო დაეხმარე
კალაძე, კობიაშვილი, არველაძეები, ქინქლაძე, მჭედლიძე და სხვა ყოფილი თუ მოქმედი ფეხბურთელები რას აკეთებთ?? სასწრაფოდ დაეხმარეთ დევას!!!!!!