აღარ შემიძლია, მოსახდენი მოხდეს!.. აკაკი დევაძე თურქული კლინიკიდან გამოაგდეს

AutoSharing Option
27 ივლისს სტამბოლში კაკო დევაძეს ღვიძლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ის ახლაც თურქეთშია, მაგრამ ჯერაც უცნობია, დაიწყებს რეაბილიტაციის კურსს თუ არა. საქმე ისაა, რომ საქართველოს ნაკრების ისტორიაში მისი ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე კლინიკიდან უფულობის გამო გამოუშვეს.

დევაძის გაჭირვების შესახებ გულშემატკივრებმა თებერვალში შეიტყვეს. მას გვერდში დაუდგა მთელი საფეხბურთო სამყარო და ანგარიშზე სოლიდური თანხაც ჩაერიცხა.

მაგრამ დონორის ძიებაში ბევრი დრო გავიდა, კლინიკაში ყოფნის თითოეული დღე კი უზარმაზარი თანხა უჯდებოდა. ბევრს ეგონა, რომ დევაძე თავს იზღვევდა, მაგრამ ეს რეალური საფრთხე აღმოჩნდა და ახლა მან არ
იცის, რა ელის.

"სამწუხაროდ, ასეა. მკურნალობა შემიწყვიტეს და წარმოდგენა არ მაქვს, ასე რამდენ ხანს გავძლებ. ფული კიდევ არის გადასახდელი, რეაბილიტაციის დასრულებას კიდევ 25-30 ათასი დოლარი სჭირდება, მაგრამ ეს ფული საიდან უნდა მოვიტანო, არ ვიცი - ყველა რესურსი ამომეწურა.

მეუღლეც თბილისში გავუშვი და მარტო დავრჩი. ჩემი წვალების ყურებას აზრი აღარ აქვს, აჯობებს, სახლში შვილებს მიხედოს.

ახლა სტამბოლში, ქუჩაში დავრჩი და მკურნალობას ვეღარ ვაგრძელებ. 150-მდე ნაკერი მადევს, ღვიძლში ორი დრენაჟი მიდგას და ჯოხით დავდივარ. ნაკერებს და დრენაჟებს რომ ამომიღებენ, სახლში წამოვალ და რაც მოსახდენია, მოხდეს.

საფრთხე ყოველდღე და ყოველ წუთს მემუქრება, მაგრამ რა ვქნა, ღმერთის იმედად ვარ. დავიღალე, აღარ შემიძლია, დავისვენებ მაინც", - ამბობს დევაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
თუ დევიძეს რამე ცუდი დაემართა ეს იქნება სამარცხვინო ფაქტი,ყველა იმ ფეხბურთელებისა რომლებიც პარლამენტში გარბიან ,და მგობრობა ძმაკაცობაზე ხელი აიღეს.თფუიიიიიიიიი თქვენს კაცობას.
თენგო
16 აგვისტო 2016 19:16
0
გაჭირვებული დევაძე ვის აწუყებს კობიაშვილი პარლამენტში გარბის.ტფუ
sabonis
16 აგვისტო 2016 18:15
0
ვისაც აქვს ბევრი ის უფრო ძუნწი ყოფილა.... ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი 10 ლარს რომ ალალად გაჩუქებს, ეგენი იმ 10 ლარს ტირილით მოგცემენ. იმიტომაა მერე....ჰოპლააააა.... და რაღაც ,,აერევათ'' ხოლმე....მაგრამ ვერ ხვდებიან მგონი ვერც მაგას რატომ????!!!
000000000000
16 აგვისტო 2016 18:09
0
აუუუუ ნეტა არ წამეკითხაა

რატომ არ მაქვს ბევრი ფულიიი
ღმერთო დაეხმარე
მაკა
16 აგვისტო 2016 18:07
0
საცვლების მოდელი,რომელიც ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობს და პარლამენტი უნდა ოლიმპიურ კომიტეტს დაამგვანოს,ნეტავ არ ინტერესდება ასეთი ამბებით?თუ ვინც არ ჭირდება იმაზე ყურადღების მიქცევა არ ღირს?ვაგლახ.....რა დრო დადგა....დევაძესნაიღი ვაჟკაცები განწირულია,მომავალი მხოლოდ კალაძეებისნაირი ვაიქართველებისაა....
მარგოს ერთი რიოში ჩათრევას,ერთი ქართველის სიცოცხლე არ ჯობდა?
16 აგვისტო 2016 16:52
0
kaladze, arveladzeebi, kobi iashka, chamovtvalo kidev ramdeni milioneri pexburtelebi gyvavs? mivmartav kobiashvils vinc tavis karieras cxadadzestan ...gadausva xazi daexmare devas, gadauricxe pederaciidan eg xo chveni pulicaa da shensas ar geubnebi, cxadadzestan magari shegeshala supta kacurshi da devastan agarginda ra
დილა
16 აგვისტო 2016 16:33
0
დადე ანგარიში და აგიგროვებენ.
გიჟუა
16 აგვისტო 2016 16:29
0
ძალიან კარგი,თუ მოგვარდა
maradona
16 აგვისტო 2016 13:38
0
ძალიან კარგი,თუ მოგვარდა
maradona
16 აგვისტო 2016 13:35
0
ეეე ... მილიონერებოოო!! სად ხაართ?? არ მოკლათ ეს კაციი, .....!
კალაძე, კობიაშვილი, არველაძეები, ქინქლაძე, მჭედლიძე და სხვა ყოფილი თუ მოქმედი ფეხბურთელები რას აკეთებთ?? სასწრაფოდ დაეხმარეთ დევას!!!!!!
Georgian
16 აგვისტო 2016 13:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული