აღარ შემიძლია, მოსახდენი მოხდეს!.. აკაკი დევაძე თურქული კლინიკიდან გამოაგდეს

AutoSharing Option
27 ივლისს სტამბოლში კაკო დევაძეს ღვიძლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ის ახლაც თურქეთშია, მაგრამ ჯერაც უცნობია, დაიწყებს რეაბილიტაციის კურსს თუ არა. საქმე ისაა, რომ საქართველოს ნაკრების ისტორიაში მისი ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე კლინიკიდან უფულობის გამო გამოუშვეს.

დევაძის გაჭირვების შესახებ გულშემატკივრებმა თებერვალში შეიტყვეს. მას გვერდში დაუდგა მთელი საფეხბურთო სამყარო და ანგარიშზე სოლიდური თანხაც ჩაერიცხა.

მაგრამ დონორის ძიებაში ბევრი დრო გავიდა, კლინიკაში ყოფნის თითოეული დღე კი უზარმაზარი თანხა უჯდებოდა. ბევრს ეგონა, რომ დევაძე თავს იზღვევდა, მაგრამ ეს რეალური საფრთხე აღმოჩნდა და ახლა მან არ
იცის, რა ელის.

"სამწუხაროდ, ასეა. მკურნალობა შემიწყვიტეს და წარმოდგენა არ მაქვს, ასე რამდენ ხანს გავძლებ. ფული კიდევ არის გადასახდელი, რეაბილიტაციის დასრულებას კიდევ 25-30 ათასი დოლარი სჭირდება, მაგრამ ეს ფული საიდან უნდა მოვიტანო, არ ვიცი - ყველა რესურსი ამომეწურა.

მეუღლეც თბილისში გავუშვი და მარტო დავრჩი. ჩემი წვალების ყურებას აზრი აღარ აქვს, აჯობებს, სახლში შვილებს მიხედოს.

ახლა სტამბოლში, ქუჩაში დავრჩი და მკურნალობას ვეღარ ვაგრძელებ. 150-მდე ნაკერი მადევს, ღვიძლში ორი დრენაჟი მიდგას და ჯოხით დავდივარ. ნაკერებს და დრენაჟებს რომ ამომიღებენ, სახლში წამოვალ და რაც მოსახდენია, მოხდეს.

საფრთხე ყოველდღე და ყოველ წუთს მემუქრება, მაგრამ რა ვქნა, ღმერთის იმედად ვარ. დავიღალე, აღარ შემიძლია, დავისვენებ მაინც", - ამბობს დევაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
მეგობრებო, გუშინ უკვე მოგვარდა ეს ამბავი.
გიორგი
16 აგვისტო 2016 13:10
0
ნუ ....დზმაო სჰენსავიტ გაჰირვებულებიტ სავსეა ეს ქვეყანა და ამას სახემციფომ უნდა მიხედოს და არა ხალხმა.გმერტი დაგიბრუნებს ჯამრტელობას
ბაჯო
16 აგვისტო 2016 13:07
0
კობიაშვილო,ხო ხარ ჩახუტებული მთავრობას...და მერე,უთხარი შენ უფროსებს და მიეშველე ამ კაცს...შეიძლება რაგაც კი გაუკეთე,მარა ხო ხედავ რო არ არი საკმარისი...შენ დეპუტატობაზე ფიქრობ და ეს კაცი სიცოცხლის გადარჩენაზე...ნამუსი იქონიეთ...
maradona
16 აგვისტო 2016 12:58
0
ქართველის ხალხის სირცხვილია დაეხმარეთ ამ კაცს ამ პატარა საქართველოს იმდენი მილიონერი ყავს ეს გაუცჰირდათ სირცხვილი იკნება ამ ადამიანს რამე რომ დაემართოს
დათო
16 აგვისტო 2016 12:57
0
დაეხმარეთ ამ კაცს,რათ გინდათ ეგ მილიონები სამარეში ხომ არ წაიღებთ.ფუ თქვენი
C
16 აგვისტო 2016 12:52
0
დაეხმარეთ ამ კაცს ამაზე მაგარ რამეს ვერ გააკეთებთ ვერასდროს
რელიზერი
16 აგვისტო 2016 12:25
0
ჩვენთან ეგ მილიონერები მაშინ გამოჩნდებიან კაცი რო მოკვდება, დასაფლავებაზე რო გამოვიდნენ, დაფიქსირდნენ და თქვან საქართველომ დაკარგა შესანიშნავი პიროვნება და ასე შ...
და როცა ჭირდება კაცს დახმარება მაშინ არავინ ჩანს ხოლმე.
კაცს რო სიცოცხლეს აჩუქებ ამაზე დიდი მადლი რაღა არსებობს,წინ დახვდებათ თქვენს ოჯახს ეგ სიკეთე გაიგეთ. პატრიარქმა ხო თქვა სასუფევლამდე უმოკლესი გზა სიკეთის კეთებააო, ხოდა გააკეთეთ რა.
დადეთ ანგარიშის ნომერი და ვისაც რა საშუალება გვაქვს გადავრიცხავთ კიდე, ისევ ჩვენისთანა უბრალო ხალხის ერთად დგომა თუ გადაგვარჩენს თორე ამათი იმედი არ მაქვს....
gg
16 აგვისტო 2016 12:24
0
ტყემალაძე, თოფაძე და სხვა გასიებულო მილიონერებო! დაეხმარეთ ამ კაცს და საერფთოდ გაჭივებულებს! მაგდენ ფულს საფლავში წაიღებთ? კაცის სახელები მაინც დატოვეთ
rey
16 აგვისტო 2016 12:19
0
ბიძინა გადაგვირჩინე ეს კაცი ეს ხომ მილიონები არაა;(((
ვატო
16 აგვისტო 2016 12:17
0
Sad caliat chven yofilda milioner fexburtelebs devas ro daudgen gverdit?yvela archevnebze fiqrobs,vici daexmaren vigaceebi mara kakos yofili tanagundelebi sakmaod shedzlebuli xalxiada aqvt imis shedzlebaro kidev daexmaron,iwamet gmerti xalxi arxart?
Alika
16 აგვისტო 2016 12:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული