აღარ შემიძლია, მოსახდენი მოხდეს!.. აკაკი დევაძე თურქული კლინიკიდან გამოაგდეს

AutoSharing Option
27 ივლისს სტამბოლში კაკო დევაძეს ღვიძლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ის ახლაც თურქეთშია, მაგრამ ჯერაც უცნობია, დაიწყებს რეაბილიტაციის კურსს თუ არა. საქმე ისაა, რომ საქართველოს ნაკრების ისტორიაში მისი ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე კლინიკიდან უფულობის გამო გამოუშვეს.

დევაძის გაჭირვების შესახებ გულშემატკივრებმა თებერვალში შეიტყვეს. მას გვერდში დაუდგა მთელი საფეხბურთო სამყარო და ანგარიშზე სოლიდური თანხაც ჩაერიცხა.

მაგრამ დონორის ძიებაში ბევრი დრო გავიდა, კლინიკაში ყოფნის თითოეული დღე კი უზარმაზარი თანხა უჯდებოდა. ბევრს ეგონა, რომ დევაძე თავს იზღვევდა, მაგრამ ეს რეალური საფრთხე აღმოჩნდა და ახლა მან არ
იცის, რა ელის.

"სამწუხაროდ, ასეა. მკურნალობა შემიწყვიტეს და წარმოდგენა არ მაქვს, ასე რამდენ ხანს გავძლებ. ფული კიდევ არის გადასახდელი, რეაბილიტაციის დასრულებას კიდევ 25-30 ათასი დოლარი სჭირდება, მაგრამ ეს ფული საიდან უნდა მოვიტანო, არ ვიცი - ყველა რესურსი ამომეწურა.

მეუღლეც თბილისში გავუშვი და მარტო დავრჩი. ჩემი წვალების ყურებას აზრი აღარ აქვს, აჯობებს, სახლში შვილებს მიხედოს.

ახლა სტამბოლში, ქუჩაში დავრჩი და მკურნალობას ვეღარ ვაგრძელებ. 150-მდე ნაკერი მადევს, ღვიძლში ორი დრენაჟი მიდგას და ჯოხით დავდივარ. ნაკერებს და დრენაჟებს რომ ამომიღებენ, სახლში წამოვალ და რაც მოსახდენია, მოხდეს.

საფრთხე ყოველდღე და ყოველ წუთს მემუქრება, მაგრამ რა ვქნა, ღმერთის იმედად ვარ. დავიღალე, აღარ შემიძლია, დავისვენებ მაინც", - ამბობს დევაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
deva maxsovs turqettan tamashi sicocxlis pasad ro ramis daujda da tavi ro gawira, deva dade angarishi da isev chven dagexmarebit ubralo gachirvebuli mara namdvili qomagebi, tore magat imedze chveni mteri iyos
gori
16 აგვისტო 2016 20:58
0
ნეტავ რამე შემეძლოს რომ დავეხმარო.
ღმერთმა დალოცოს და გადაარჩინოს! ამინ!
მანჩო
17 აგვისტო 2016 07:31
0
daexmaret adamians ufali danaxavs tqvens qvelmoqmedebas
bokcno
18 აგვისტო 2016 08:46
0
kvelam tavisi gaaketos. is pexburtelebi da parlamentarebi izaven tavis gasaketebels. ragats pondivit unda sheiqmnas da xalxi puls charitsxavs. egreve kobiashvils da vigatseebs ro vetsit tu gvikvars chveni nakrebis pexburteli 25000 ar ari is puli ro ar shesruldes. prosta sabolood kvelas kidia(bodishi) da ertmanetisken midis xelis mishvera. 20 laris charirsxva advilia. ....... gandzrevaa da unda aravis. marto yayanebs yvela! sirtsxvilia am katss ese ar unda uchirdes mkurnalobis tanxa.
levani
17 აგვისტო 2016 03:01
0
კალაძე, არველაძე, ქეცბაია, ცხადაძე, ქინქლაძე და მრავალი სხვა სად ხართ ამ დროს? კარგი ქვეყანა არ გვყავს მაგრამ თქვენში მაინც არ დარჩა ის ღირსება და ადამიანობა საკუთარ კოლეგას თანაგუნდელს დაეხმაროთ? სიკვდილისგან იხსნათ. სიკვდილია ეს რომ საქართველოშ ხდება მრცხვენია რომ ასეთი გულცივი გახდა ჩვენ ქვეყანაში ის ვისაც საშუალება აქვს. მორალურად კი ვალდებულები არიან.
კავკასიელი
17 აგვისტო 2016 02:09
0
რიჟა არველაძემ 25 ათასი ოცნებას ჩაურიცხა საარჩევნოდ, აი თანაგუნდელი და ახლობელი.
ჰერი ჰააა
16 აგვისტო 2016 22:50
0
deva maxsovs turqettan tamashi sicocxlis pasad ro ramis daujda da tavi ro gawira, deva dade angarishi da isev chven dagexmarebit ubralo gachirvebuli mara namdvili qomagebi, tore magat imedze chveni mteri iyos
gori
16 აგვისტო 2016 20:58
0
არ ცხვენია ქართველ ვეტერან ფეხბურთელებს რომ ამ ადამიანს უპატრონონ მაინც და საკუთარ მილიონიან შემოსავალს ცოტა მოაკლო მრთლა სირცხვილია საღოლ ფეღბურთელებს საღოლ ფედერაციას არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ესეთი რამე არ მოხსებოდა ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე რომ საავადყოფოდან გამოაგდონ უფულობის გგამო
gg
16 აგვისტო 2016 20:08
0
და რაიცით კობიაშვილმა რამდენით შეეწია ადამიანს რო აძაგებთ.ადამიანის სიცოცხლეზე საუბარი და უნდა გადაარჩიბონ მაგრამ ასე საუბარი არ შეილება.
გაბო
16 აგვისტო 2016 19:46
0
დევა, დადე ანგარიშის ნომერი და ისევ გაჩირვებული ხახლი დაგეხმარებითრამეს შევაგროვებთ, ფედერაციამ კი გადმოგირიცხა მარა ისევ ჩვენი ფული და არა ტავიანტი ხელფასებიდან, იმედია დაგეხმარებიან, საკუთარი ჯიბიდან და არა ხალხის ფულით მხოლოდ დავეხმაროთ ამ ადამიანს იმსახურებს დახმარებას და ტავის ოჯახთან დიდიხანს ყოფნასს, სირცხვილია არცერთ ქვეყანაში არ ხდება ესეტი რამე , რომ ნაკრების მეკარეეს ესე უჩირდეს და(მატხოვრობდეს) კაი გაგებით ვამბობ ამ სიტყვას, კარგიარის რომ სამინისტორმ და ფედერაციამ გამოყო ხახლის ფულიდან რაგაც მარგამ კიდევ გამოყონ ვინ იქნება ცინააგმდეგი რომელი ქართველიი რადროს კანონებია ადამიანის სიცოცხლეზე როცა არის ლაპარაკიი
CHumad
16 აგვისტო 2016 19:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული