იმედი გაჩნდა - სფფ-ის პრეზიდენტი და ვეტერანები აკაკი დევაძეს მარტო არ დატოვებენ!

AutoSharing Option
"ლელომ" 16 აგვისტოს ნომერში კაკო დევაძის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე წერდა, რომ სტამბოლში ღვიძლის ოპერაციის წარმატებით ჩატარების შემდეგ, რეაბილიტაციის კურსის დაწყება ვერ მოახერხა და რომ კლინიკიდან უფულობის გამო გამოუშვეს.

- აღარ შემიძლია, მოსახდენი მოხდეს!.. აკაკი დევაძე თურქული კლინიკიდან გამოაგდეს

ოპერაციისა და რეაბილიტაციისთვის აუცილებელი 125 ათასი დოლარი დევაძეს მეგობრებმა - ვეტერანმა ფეხბურთელებმა, მთელმა საფეხბურთო სამყარომ, სპორტის სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ შეუგროვეს, დაეხმარნენ ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია.

მაგრამ დონორის ძიებაში, კლინიკაში გატარებული თითოეული დღე უზარმაზარი თანხა დაჯდა და
ეს რეაბილიტაციის კურსს დააკლდა.

საბედნიეროდ, დევაძის ამბავი მისმა გულშემატკივრებმა უყურადღებოდ არ დატოვეს: შევიტყვეთ, რომ მის ამბავზე ინფორმირებულნი ყოფილან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომლებიც მის დახმარებაზე წერილის დაბეჭდვამდე ზრუნავდნენ.

კობიაშვილმა პირადად დაიწყო თანხის შეგროვება. თავის მხრივ, აქტიურობს ვეტერანი ფეხბურთელი გოგა გახოკიძეც, ნაკრების ექსმეკარეს სპორტული და საფეხბურთო სამყაროც გვერდში დაუდგა და იმედია, რეაბილიტაციისთვის აუცილებელი 30 ათასი დოლარი მალე ადრესატს ჩაბარდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ დევაძეს. დიდი თანხა არის საჭირო მკურნალობისთვის თურქეთში. ბევრი ჩვენი თანამემამულე ვისაც საშუალება აქვს თავს არიდებს საქართველოში საავადმყოფოში წავიდეს. ამხელა თანხები გაედინება ქვეყნიდან იმიტომ რომ საქართველოში არ არის მაღალი დონის სამედიცინო ცენტრი. საქართველოში რომ არსებობდეს მაღალი დონის თუნდაც ერთი დაწესებულება ამდენი ჩვენი თანამოქალაქე საქართველოში იმკურნალებდა, არ დახარჯავდა ამდენ დროს და თანხას უცხოეთში.
ლუკა
11:10 17-08-2016
0
ხო გითხარი, ანგარიში დადე მეთქი.
შემდეგი რომელია?
გამოდით.
გიჟუა
11:49 17-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული